Skip to content

გალტ ენდ თაგარტის 2025 წლის სავაჭრო ჩემპიონატის (Galt & Taggart Trading Championship 2025) პირობები და პროცედურა

1.    ჩემპიონატის პირობები.

2.    ჩემპიონატის მოქმედების პერიოდი.

3.    გამარჯვებულის გამოვლენა და სასაჩუქრე ფონდი.

4.    გამარჯვებულის გამოვლენის წესი და საჩუქრის გადაცემის პროცესის აღწერა.

5.    დისკვალიფიკაციის პირობები.

6.    მონაწილეების ინფორმირება ჩემპიონატის განმავლობაში და ორგანიზატორის მიერ ჩემპიონატის ფარგლებში მიღებული ინფორმაციის გამოყენების პირობები.

მიზანი                                                                                

დოკუმენტის მიზანია აღწეროს გალტ ენდ თაგარტის 2025 წლის სავაჭრო ჩემპიონატის (Galt & Taggart Trading Championship 2025) ჩატარების პირობები, წესები და პროცედურა.

ორგანიზატორისს „გალტ ენდ თაგარტი“, საიდენტიფიკაციო ნომერი: 211359206, რომლის იურიდიული და ფაქტობრივი მისამართია: საქართველო, თბილისი 0108, ა. პუშკინის ქუჩა 3
ჩემპიონატიგალტ ენდ თაგარტის 2025 წლის სავაჭრო ჩემპიონატი (Galt & Taggart Trading Championship 2025)
პირიყველა დაინტერესებული ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ორგანიზატორისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ KYC/AML მოთხოვნებს და ორგანიზატორის შიდა პოლიტიკის მოთხოვნებს.
სავაჭრო პლატფორმასს „გალტ ენდ თაგარტის“ სავაჭრო პლატფორმა (GTtrader.ge)  
ანგარიშისს „გალტ ენდ თაგარტის“ სავაჭრო პლატფორმაზე (GTtrader.ge) სპეციალურად ამ ჩემპიონატისთვის გახსნილი სავაჭრო ანგარიში
კლიენტიპირი, რომელიც დარეგისტრირებულია სავაჭრო პლატფორმაზე და გახსნილი აქვს ანგარიში

ჩემპიონატის პირობები

ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა/ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრულ პირობებს, გარდა ორგანიზატორთან დასაქმებული პირისა (შრომითი კანონმდებლობისა და შრომითი (შრომით ხელშეკრულებასთან გათანაბრებული ნებისმიერი ტიპის ხელშეკრულება) ხელშეკრულების (მათ შორის გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების და სტაჟირების ხელშეკრულების) საფუძველზე).

ორგანიზატორი იტოვებს უპირობო უფლებას, რომ დასაბუთებისა და საფუძვლის მითითების ვალდებულების გარეშე, თავისი შიდა პროცედურების, პოლიტიკის ან/და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, უარი უთხრას ნებისმიერ პირს პლატფორმაზე სავაჭრო ანგარიშის გახსნაზე ან/და ჩემპიონატში მონაწილეობის მიღებაზე.ჩემპიონატის მონაწილემ სავაჭრო პლატფორმაზე ხელმისაწვდომი ნებისმიერი ფინანსური ინსტრუმენტის სპეციალურად ამ ჩემპიონატისთვის გახსნილი სპეციალური ანგარიშით უნდა ივაჭროს სავაჭრო პლატფორმაზე, რათა მიაღწიოს მონაწილეთა შორის უმაღლეს წმინდა მოგების პროცენტულ მაჩვენებელს (წმინდა % P/L-ის მიხედვით).ჩემპიონაში მონაწილეობისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, რომ მონაწილეს სავაჭრო ანგარიშზე არაუგვიანეს 2025 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით ჰქონდეს მინიმუმ USD 500 (ხუთასი აშშ დოლარი), რომელსაც გამოიყენებს ჩემპიონატის ფარგლებში სავაჭროდ.თუ პირი არ არის ორგანიზატორის კლიენტი, ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად, სავაჭრო პლატფორმაზე უნდა დარეგისტრირდეს არაუგვიანეს 2025 წლის 14 ოქტომბრისა.ჩემპიონატში მონაწილეობისას, ორგანიზატორი მონაწილეებს მიანიჭებს ზედმეტსახელს (nickname).ჩემპიონატის თითოეულ მონაწილეს შეუძლია ჩემპიონატში გამოიყენოს მხოლოდ ერთი სავაჭრო ანგარიში. ის პირები, რომლებიც ორგანიზატორის კლიენტებს წარმოადგენდნენ 2025 წლის 17 ოქტომბრამდე, უფლებამოსილნი არიან ჩემპიონატში მონაწილეობის მიზნებისათვის გახსნან და გამოიყენონ პარალელური, მეორე სავაჭრო ანგარიში, რაც ასეთი პირებისთვის წარმოადგენს ჩემპიონატში მონაწილეობის მიღების აუცილებელი წინაპირობას.ჩემპიონატში მონაწილეობისთვის სავალდებულოა, რომ სავაჭრო პლატფორმაზე ხელმისაწვდომი ნებისმიერი ფინანსური ინსტრუმენტით ვაჭრობა განხორციელდეს სავაჭრო პლატფორმაზე მონაწილის სპეციალურად ამ ჩემპიონატისთვის გახსნილი ანგარიშით.მონაწილე უფლებამოსილია გამოიყენოს ლევერიჯი მაქსიმუმ 5x ლიმიტით და ჩემპიონატის მსვლელობისას ანგარიშზე დაამატოს თანხა ჯამურად არაუმეტეს 1,000,000 (ერთი მილიონი) ლარის ექვივალენტის ოდენობით ნებისმიერ ვალუტაში.

ჩემპიონატის მოქმედების პერიოდი

ჩემპიონატის დაწყების თარიღი: 2025 წლის 20 ოქტომბერი, 12:00 სთ (GMT+4).

ჩემპიონატის დასრულების თარიღი: 2025 წლის 22 ნოემბერი, 01:00 სთ (GMT+4).

გამარჯვებულის გამოვლენა და სასაჩუქრე ფონდი

გამარჯვებული განისაზღვრება სავაჭრო ანგარიშზე მიღებული წმინდა მოგება/ზარალის პროცენტული მაჩვენებლის შესაბამისად.

ჩემპიონატის სასაჩუქრე ფონდი შეადგენს 20,000 (ოცი ათასი) აშშ დოლარს (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) და განაწილდება შემდეგნაირად:

I ადგილი – 10,000 აშშ დოლარი

II ადგილი – 5,000 აშშ დოლარი

III ადგილი – 3,000 აშშ დოლარი

ყველაზე აქტიური ტრეიდერი 1 (ტრანზაქციების რაოდენობით) – 1,000 აშშ დოლარი

ყველაზე აქტიური ტრეიდერი 2 (ტრანზაქციების რაოდენობით) – 1,000 აშშ დოლარი

შენიშვნა: ორგანიზატორს უფლება აქვს შეამციროს საჩუქრის ოდენობა, თუ მონაწილეთა რაოდენობა იქნება 50-ზე ნაკლები. აღნიშნული ცვლილების შესახებ მონაწილეებს ეცნობებათ წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული კომუნიკაციის გზით.

გამარჯვებულის გამოვლენის წესი და საჩუქრის გადაცემის პროცესის აღწერა

ჩემპიონატის ოფიციალური შედეგები გამოქვეყნდება 2025 წლის 25 ნოემბერს ორგანიზატორის ვებგვერდსა და სოციალური ქსელების გვერდებზე, ასევე ვებგვერდზე არსებულ სპეციალურად შექმნილ ლიდერბორდზე.

გამარჯვებულები საჩუქრებს მიიღებენ შედეგების გამოქვეყნებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, გამარჯვებულის სავაჭრო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით.

დისკვალიფიკაციის პირობები

აკრძალულია ერთზე მეტი სავაჭრო ანგარიშის გამოყენება ერთი და იმავე პირის მიერ.

ორგანიზატორი უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ მონაწილის ქცევაზე დაკვირვების შედეგად ჩემპიონატის მონაწილეს აუკრძალოს გარკვეული პერიოდით ან მთელი ჩემპიონატის მიმდინარეობის მანძილზე ჩემპიონატში მონაწილეობა, იმ შემთხვევაში თუ მის ქცევაში იკვეთება არაეთიკური ქცევა, არაკეთილსინდისიერება ან/და თუ არღვევს ჩემპიონატის წესებსა და პირობებს ან/და ორგანიზატორთან გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულების პირობებს.

მონაწილეების ინფორმირება ჩემპიონატის განმავლობაში და ორგანიზატორის მიერ ჩემპიონატის ფარგლებში მიღებული ინფორმაციის გამოყენების პირობები

მონაწილეები მნიშვნელოვან ინფორმაციას, მათ შორის, ინფორმაციას ჩემპიონატის მოქმედების პერიოდში განხორციელებული ცვლილებების შესახებ, მიიღებენ ორგანიზატორთან დაფიქსირებული ელ. ფოსტის მეშვეობით.სტატისტიკური ინფორმაცია ჩემპიონატის დაწყებიდან მიმდინარე ეტაპზე თითოეული მონაწილის ჭრილში მათ ანგარიშზე მიღებული წმინდა მოგება/ზარალის პროცენტული მაჩვენებლის შესახებ გამოქვეყნდება ორგანიზატორის ვებგვერდზე არსებულ ლიდერბორდში. ინფორმაცია განახლდება ყოველ 24 საათში ერთხელ, არაუგვიანეს ყოველი დღის 12:00 საათისა (GMT+4).  

ორგანიზატორს უფლება აქვს მარკეტინგული მიზნებისთვის გამოაქვეყნოს ჩემპიონატის შედეგები, სტატისტიკური ინფორმაცია და მონაწილეთა ზედმეტსახელები (nickname).

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.