ეკონომიკური ზრდა: საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის ოქტომბერში რეალური მშპ წლიურად 6.0%-ით გაიზარდა, წინა თვეში დაფიქსირებული 6.4%-იანი წლიური ზრდის შემდეგ. ჯამურად, 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 7.6%-ით გაიზარდა. ოქტომბრის ზრდა ძირითადად განაპირობა ინფორმაცია და კომუნიკაციის, ტრანსპორტის, საფინანსო და უძრავი ქონების დარგებმა. ამასთან, კლება დაფიქსირდა მშენებლობის, სამთომოპოვებითი მრეწველობის და ენერგეტიკის დარგებში.
ჩვენი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზრდება 2025 წელს, ხოლო 6.0%-ით 2026 წელს (იხილეთ უახლესი მაკრო პროგნოზები აქ).

საბანკო სექტორი: კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები წლიურად 13.2%-ით გაიზარდა 2025 წლის ოქტომბერში და საკრედიტო პორტფელმა 68.0 მლრდ ლარი (25.1 მლრდ აშშ დოლარი) შეადგინა. ამასთან, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, ოქტომბერში სესხების პორტფელის წლიურმა ზრდამ 12.7% შეადგინა (+0.8% თ/თ). სექტორების მიხედვით, იურიდიული პირების დაკრედიტება კურსის ეფექტის გამორიცხვით წლიურად 10.6%-ით გაიზარდა, ხოლო საცალო დაკრედიტების წლიური ზრდა 14.6% იყო; 2025 წლის ოქტომბერში სესხების დოლარიზაცია 42.0% შემცირდა (-0.26პპ თ/თ და -1.29პპ წ/წ). 
2025 წლის ოქტომბერში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების წლიურმა ზრდამ 13.9% შეადგინა (კურსის ეფექტის გამორიცხვით) და 65.6 მლრდ ლარი (24.2 მლრდ აშშ დოლარი) შეადგინა, წინა თვეში დაფიქსირებული 13.7%-იანი წლიური ზრდის შემდეგ. ვალუტების მიხედვით, ოქტომბერში ლარის დეპოზიტების წლიური ზრდა 18.5%-მდე დაჩქარდა (+12.7% წინა თვეში), ხოლო უცხოური ვალუტის დეპოზიტების წლიური ზრდა 9.5%-მდე შენელდა (+14.6% წინა თვეში). შედეგად, ოქტომბერში დეპოზიტების დოლარიზაციის შემცირება გაგრძელდა და 48.8%-მდე ჩამოვიდა (-0.46პპ თ/თ და -1.93პპ წ/წ).

სავალუტო ინტერვენციები: საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე, BMatch-ის პლატფორმის საშუალებით, 167.4 მლნ აშშ დოლარი შეიძინა 2025 წლის ოქტომბერში.
ჯამურად, 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში სებ-ის წმინდა სავალუტო შესყიდვებმა 1.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.