2025 წლის მაისში გაყიდვები მცირედით გაიზარდა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზრებზე და 2025 წლის წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებლებს შესაბამისად 6.4%-ით და 11.8%-ით გადააჭარბა. ამასთან, ფასებმა ორივე ბაზარზე მცირედით იკლო, რამაც მოთხოვნის ზრდას შეუწყო ხელი. მიწოდების მხარეს, გაცემული ნებართვების საცხოვრებელი ფართი მაისში შემცირდა, რამაც 2025 წლის 5 თვის ჯამური მაჩვენებლის მცირედი კლება გამოიწვია.