თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა შენელებული რჩება და 2024 წლის იანვარ-აპრილის გაყიდვებს ჩამორჩება როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზარზე. მიწოდების მხარეს, 2025 წლის 4 თვეში გაცემული ნებართვების მოცულობა გაიზარდა, რაც საცხოვრებელ პროექტებზე გაცემული რამდენიმე დიდი ზომის ნებართვითაა განპირობებული. პირველად ბაზარზე ფასები კვლავ მზარდია, თუმცა ზრდის ტემპი შენელებულია, ხოლო ფასები მეორად ბაზარზე ორი თვის შემცირების შემდეგ გაიზარდა.
გამოწერა
გამოწერა