მოსალოდნელია, რომ საქართველოს პარლამენტი 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს 2012 წლის 21 დეკემბრამდე დაამტკიცებს. ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს მშპ-ის 7%-იან ზრდას 2013 წელს, რაც შეესაბამება საქართველოს ბოლო წლების ეკონომიკურ მაჩვენებლებს — რეალური მშპ გაიზარდა 7.2%-ით 2011 წელს და 7%-ით 2012 წლის პროგნოზით.

ბიუჯეტის შემოსავლები და ხარჯები წინა წელთან შედარებით 5.2%-ით არის გაზრდილი.
ბიუჯეტის დეფიციტის წილი მშპ-ში შეფასებულია 2.9%-ად.
მთლიანი მთავრობის ვალის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუმჯობესდება — შემცირდება მშპ-ის 36%-დან 32.8%-მდე.
საშუალო ინფლაციის დონე კი მოსალოდნელია 4.5% იყოს.