გალტ & თაგარტის საბაზისო სცენარით, 2035 წლისთვის ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე არსებული 4.7 გიგავატიდან 9.0 გიგავატამდე გაიზრდება, რაც წინა ათწლეულის ზრდას მნიშვნელოვნად აღემატება. ადგილობრივი მოხმარება საშუალოდ 3%-ით გაიზრდება ყოველწლიურად, რაც ეკონომიკურ აქტივობასა და ელექტრომობილებისა და ელექტროტექნიკის უფრო ფართო გამოყენებას უკავშირდება. მომხმარების ზრდა შეიძლება დაჩქარდეს, თუ საქართველოში დატა ცენტრების მშენებლობა გააქტიურდება. ამ სცენარით, საქართველო 2028 წლიდან წმინდა ექსპორტიორი გახდება. თუმცა, პესიმისტური სცენარით, თუკი ახალი გენერაციის ობიექტების მშენებლობა შეფერხდა, ქვეყანა კვლავ ელექტროენერგიის წმინდა იმპორტიორი დარჩება.