ხელფასები: საქსტატის მიხედვით, 2024 წლის მე-4 კვარტალში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი წლიურად 8.5%-ით გაიზარდა და 2,218 ლარი შეადგინა, წინა კვარტალში დაფიქსირებული წლიური 10.9%-იანი ზრდის შემდეგ. ამასთან, აღნიშნულ პერიოდში, რეალური ხელფასი 7.2%-ით გაიზარდა. სექტორების მიხედვით, 2024 წლის მე-4 კვარტალში ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია (4,008 ლარი, -7.0% წ/წ), ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობა (3,373 ლარი, +8.5% წ/წ), მშენებლობა (3,362 ლარი, +9.8% წ/წ) და პროფესიული და სამეცნიერო საქმიანობები (3,259 ლარი, +11.6% წ/წ). ამასთან, აღნიშნულ პერიოდში ყველაზე დაბალი საშუალო თვიური ხელფასი ფიქსირდება განათლების (1,409 ლარი, +21.8% წ/წ), წყალმომარაგების (1,506 ლარი, +14.1% წ/წ) და სოფლის მეურნეობის (1,698 ლარი, +16.1% წ/წ) დარგებში. საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2024 წელს საშუალო თვიური ხელფასი წლიურად 16.5%-ით გაიზარდა (რეალური ხელფასის ზრდა 15.2% იყო) და 2,059 ლარი შეადგინა.
ეკონომიკური ზრდა: საქსტატის მიხედვით 2024 წლის მე-4 კვარტალში საქართველოს რეალური მშპ 8.3%-ით გაიზარდა, რაც 0.1პპ-ით ნაკლებია წინასწარ მაჩვენებელთან შედარებით. ჯამურად, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 9.4%-ით გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში ნომინალური მშპ 13.6%-ით გაიზარდა 91.9 მლრდ ლარამდე ($33.8 მლრდ) და მშპ ერთ სულ მოსახლეზე 9,141 აშშ დოლარს გაუტოლდა. სექტორულ ჭრილში, ეკონომიკურ ზრდაში მაღალი დადებითი კონტრიბუცია შეიტანეს შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია (+24.3%), განათლება (+29.1%), სახელმწიფო მმართველობა (+17.9%), ვაჭრობა (+6.7%), მშენებლობა (+14.2%), ტრანსპორტი (+8.3%), საფინანსო საქმიანობა (+14.9% წ/წ) და გართობა და დასვენება (+16.4%). ამასთან, 2024 წელს კლება დაფიქსირდა მხოლოდ ენერგეტიკის დარგში (-8.3%).
ფულადი გზავნილები: სებ-ის მიხედვით, 2025 წლის თებერვალში ფულადი გზავნილები წლიურად 5.3%-ით შემცირდა 252.3 მლნ აშშ დოლარამდე, წინა თვეში დაფიქსირებული წლიური 8.5%-იანი კლების შემდეგ. ძირითადი დონორი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების წლიური ზრდა დაფიქსირდა ევროკავშირიდან (+4.2%, მთლიანის 45.3%), აშშ-დან (+13.9%, მთლიანის 18.8%), ისრაელიდან (+6.4%, მთლიანის 8.6%) და თურქეთიდან (+4.6%, მთლიანის 3.3%). ამასთან, ფულადი გზავნილები წლიურად შემცირდა რუსეთიდან (-44.7%, მთლიანის 12.0%) და ყაზახეთიდან (-41.2%, მთლიანის 2.5%). ჯამურად, 2025 წლის იანვარ-თებერვალში ფულადი გზავნილები წლიურად 6.9%-ით შემცირდა და 494.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
საგარეო ვაჭრობა: საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის თებერვალში საქონლის ექსპორტი წლიურად 7.1%-ით შემცირდა და 431.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვის 19.3%-იანი ზრდის შემდეგ. ასევე, იმპორტი წლიურად 6.6%-ით შემცირდა 1.1 მლრდ აშშ დოლარამდე, წინა თვის 47.8%-იანი ზრდის შემდეგ. შედეგად, თებერვალში სავაჭრო დეფიციტი წლიურად 6.3%-ით შემცირდა 671.9 მლნ აშშ დოლარამდე. 2025 წლის თებერვალში მანქანები (+3.1% წ/წ), ძვირფასი ლითონები (+52.7% წ/წ), ღვინო (-44.6% წ/წ), სპირტიანი სასმელები (-31.7% წ/წ) და მინერალური წყლები (-4.9% წ/წ) იყო ტოპ-5 ექსპორტირებული საქონელი. ამასთან, ექსპორტის 11.8% ევროკავშირზე მოდიოდა (+25.5% წ/წ), 67.9% დსთ-ზე (-5.3% წ/წ) და 20.3% სხვა ქვეყნებზე (-23.6% წ/წ). ტოპ-5 იმპორტი იყო მანქანები (-21.5% წ/წ), ნავთობი (-10.9% წ/წ), გაზი (+21.4% წ/წ), მედიკამენტები (+10.9% წ/წ) და ტელეფონები (-17.8% წ/წ). ჯამურად, 2025 წლის იანვარ-თებერვალში, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 28.1%-ით გაიზარდა და 1.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რადგან ექსპორტი 4.0%-ით გაიზარდა 835.4 მლნ აშშ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 19.6%-ით გაიზარდა და 2.7 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა.