სს „გალტ ენდ თაგარტმა“ წარმატებით გამოუშვა შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, რომელიც საქართველოში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია. ეს შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ პირველი ემისიაა, რაც კომპანიის მზარდ პოტენციალს აჩვენებს.
ფიქსირებული შემოსავლის მქონე საჯარო ინსტრუმენტის ემისია ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ბაზარზე პირველი ტრანზაქციაა, შესაბამისად, შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ პირველად აძლევს მომხმარებლებს შესაძლებლობას, რომ ამ სექტორში ჩადონ თავისუფალი ფულადი სახსრები. ფასიანი ქაღალდის ფიქსირებული წლიური განაკვეთი 9%-ია. კომპანია გეგმავს აღნიშნული ფასიანი ქაღალდების საქართველოს საფონდო ბირჟაზე ვაჭრობისთვის დაშვებას და შედეგად, ობლიგაციების მფლობელები სრულად გათავისუფლდებიან გადასახადებისგან. ობლიგაციების ვადა 2 წელია და 2022 წლის 29 დეკემბერს ისინი სრულად იქნება დაფარული.
„მინდა მივულოცო შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობა“-ს ამ მნიშვნელოვანი ტრანზაქციის წარმატებით განხორციელება. მჯერა, რომ ეს მნიშვნელოვნად დაასტაბილურებს კომპანიის წამყვან პოზიციას ბაზარზე. გარდა ამისა, სიამოვნებით აღვნიშნავ „გალტ და თაგარტის“ როლს შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ ობლიგაციების წარმატებით გამოშვებასა და განთავსებაში“, – განაცხადა „გალტ და თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.