„გალტ ენდ თაგარტმა“ წარმატებით დაასრულა „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ 12 მილიონი აშშ დოლარის და 3 მილიონი ევროს 2-წლიანი ობლიგაციების განთავსება. ეს არის ევროში დენომინირებული ობლიგაციების პირველი საჯარო განთავსება საქართველოში.

აშშ დოლარის ობლიგაციებზე წლიური ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი უპრეცედენტოდ დაბალი იყო, 5.75%, ხოლო საქართველოს კაპიტალის ბაზარზე სადებიუტო ევრო ობლიგაციებზე საპროცენტო განაკვეთი 4.75% იყო.

ეს არის ქართული სალიზინგო კომპანიის ვალის ფასიანი ქაღალდების მეექვსე და მეშვიდე ემისია, რაც მიუთითებს მის სტაბილურობაზე პანდემიის პირობებში, ინვესტორების მაღალი ნდობისა და კომპანიის მიმართ პოზიტიური მოლოდინების შესახებ.