Skip to content
საიტი მუშაობს საცდელ რეჟიმში. გადადით ძველ ვერსიაზე.
G&T Trader.ge-ის შესახებ

“G&T Trader” არის პროფესიონალური საინვესტიციო პლატფორმა, რომელიც წვდომას გაძლევთ 50+ საერთაშორისო ბირჟაზე და საინვესტიციო აქტივების ფართო არჩევანზე. “G&T Trader”-ის პლატფორმაზე შეგიძლიათ ივაჭროთ 60,000-ზე მეტი ინსტრუმენტით, მათ შორის: აქციებით, ობლიგაციებით, ფონდებით, CFD-ებით, სავალუტო წყვილებით, ნედლეულით და ა.შ.

G&T Trader ანგარიშის ძირითადი უპირატესობები:

  • ბაზრის გახსნამდე და დახურვის შემდგომ საათებში ვაჭრობის შესაძლებლობა.
  • ნაწილობრივი აქციებისა და ობლიგაციების შეძენის შესაძლებლობა.
  • პროფესიონალური ფუნქციონალი: როგორიცაა სხვადასხვა სახის ალგორითმული დავალებების დადების შესაძლებლობა, სკრინერები, დიაგრამების ასაგები ინსტრუმენტები, სხვადასხვა ტიპის ამონაწერები და ა.შ.
  • ნებისმიერი მოწყობილობიდან 24/7 ვაჭრობის შესაძლებლობა.

ეს სავაჭრო პლატფორმა იდეალურია იმ ტრეიდერებისთვის, რომლებიც ამჯობინებენ თავად ონლაინ პლატფორმიდან ინვესტირებას. ნებისმიერი კომპიუტერიდან, ლეპტოპიდან, პლანშეტიდან ან სმარტფონიდან პლატფორმაზე წვდომის შესაძლებლობის წყალობით კლიენტებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს მართონ თავიანთი ინვესტიციები და აკონტროლონ ბაზრის ცვლილებები.

რატომ G&T TRADER?

ბირჟების ფართო არჩევანი

60,000-ზე მეტი სავაჭრო ინსტრუმენტი სხვადასხვა აქტივების კლასებში. წვდომა 50-ზე მეტ სავაჭრო ბირჟაზე.

პროფესიონალური სავაჭრო ხელსაწყოები

ჩვენი პროფესიონალური სავაჭრო პლატფორმა გთავაზობთ გაუმჯობესებულ შესაძლებლობებს, როგორიცაა წილადობრივი აქციის ყიდვა, მარჟით ვაჭრობის შესაძლებლობას, შორტ პოზიციების გახსნის შესაძლებლობას და ვაჭრობა ბაზრის გახსნამდე ან დახურვის შემდეგ.

დაბალი საკომისიოები

ივაჭრეთ დაბალი საკომისიოებით. აქტივების ზრდასთან ერთად თქვენ შეძლებთ ისარგებლოთ გაუმჯობესებული შეთავაზებებით. დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

ჩვენი პროდუქტები

მიიღეთ წვდომა 60,000+ სავაჭრო ინსტრუმენტზე ნებისმიერი PC-დან, Mac-დან, ტაბლეტიდან ან სმარტფონიდან

აქციები

ივაჭრეთ ათასობით აქციით საერთაშორისო ბაზარზე. აქციების ნაწილობრივად შეძენა უკვე შესაძლებელია ყველაზე პოპულარულ ბირჟებზე. ივაჭრეთ ბირჟის გახსნამდე ან დახურვის შემდეგაც.

ETF-ები

დააბანდეთ კაპიტალი 5,000-ზე მეტ ბირჟაზე დაშვებულ ფონდში (ETF), რომლებიც მოიცავს: ინდექსებს, აქციების ფასიანი ქაღალდების, ვალუტისა და სხვა.

FX/CFD-ები

მიიღეთ წვდომა 30-ზე მეტ სავალუტო წყვილზე. ივაჭრეთ 2,100+ CFD-ით, მათ შორის: აშშ, ევროპული და ჰონგკონგის ინდექსებით და ნედლეულით

საინვესტიციო ფონდები

მიიღეთ წვდომა 1,000-ზე მეტი ფონდზე, რომლებსაც მართავენ გლობალურ და რეგიონალური აქტივების მმართველი კომპანიები. აირჩიეთ თქვენი ინვესტირების სტრატეგია აქტივების კლასებს, გეოგრაფიულ რეგიონებს ან სხვა კრიტერიუმის მიხედვით.

ოფციონები

წვდომა 6,000-ზე მეტ ოფციონზე, რომელიც მოიცავს ამერიკის წამყვან ბაზრებს.

ობლიგაციები

წვდომა 100-ამდე ევროობლიგაციაზე რომლის ნაწილობრივ შეძენაც შეგიძლიათ და ჯამურად 30,000-ზე მეტი ხელმისაწვდომი ობლიგაცია, მათ შორის სამთავრობო, კორპორაციული და სხვა.

ჩვენი პლატფორმები

G&T Trader მობილური აპლიკაცია: მიიღეთ ვაჭრობის შესაძლებლობები ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას.

iOS და Android-ზე მორგებული პლატფორმა გთავაზობთ:
– წვდომას საბაზრო და ანგარიშის მონაცემებზე რეალურ დროში
– პროფესიონალური ვაჭრობისა და ანალიზის ხელსაწყოებს
– უწყვეტი ვაჭრობის შესაძლებლობას

G&T Trader ვებ აპლიკაცია: პროფესიონალური სავაჭრო პლატფორმა სრულფასოვანი ვაჭრობისთვის.

ვებ-აპლიკაცია გთავაზობთ:

– პროფესიონალურ დავალებების მართვის ხელსაწყოებს
– თანამედროვე გრაფიკულ გამოსახულებებს
– ბაზრის მონაცემების რეალურ დროში მოწოდებას და სავაჭრო ისტორიის ანალიზისთვის საჭირო ხელსაწყოებს
– თქვენზე მორგებული სავაჭრო სივრცის შექმნის შესაძლებლობას.

Contact us
(+995) 322 401 111
თბილისის დროით 11:00-20:30 (ლონდონის საფონდო ბირჟის საათებში)
ალექსანდრე პუშკინი #3
თბილისი, საქართველო

ხშირად დასმული კითხვები

  • Web აპლიკაციისთვის:

    • მხარდაჭერილი ბრაუზერები:

      • Chrome 90+
      • Safari 12+
      • Opera 74+
      • Edge 90+ (Chromium-ზე დაფუძნებული ვერსიები)
      • Firefox 90+
    • მინიმალური PC კონფიგურაცია:

      • პროცესორი: 2GHz ან მაღალი
      • ოპერატიული მეხსიერება (RAM): 2GB ან მეტი
      • ოპერაციული სისტემა: Windows 7 ან მაღალი, Mac OS 10.12 ან მაღალი
      • ინტერნეტ კავშირი: 1Mbps ან მეტი

    Mobile აპლიკაციისთვის:

    • iOS:

      • მოწყობილობა: iPhone 5S ან უფრო ახალი მოდელი
      • ოპერაციული სისტემა: iOS 12.1 ან უფრო ახალი ვერსია
      • ბრაუზერი: Safari 12.1 ან ახალი
    • Android:

      • მოწყობილობა: 320*480 (HD) და უფრო მაღალი რეზოლუციის მქონე მოწყობილობები
      • ოპერაციული სისტემა: Android 6 (SDK ვერსია 23) ან უფრო ახალი
      • ბრაუზერი: Chrome 93.0 ან ახალი

დიახ, შესაძლებელია საბროკერო ანგარიშების გახსნა იურიდიული პირებისთვის.

დიახ, G&T Trader პლატფორმაზე ხელმისაწვდომია ფრაქციული ვაჭრობა მრავალი აქციის, ETF-ისა და ობლიგაციისთვის.

ფრაქციული ვაჭრობა გთავაზობთ შესაძლებლობას გამოიყენოთ ბაზრის შესაძლებლობები და მოარგოთ ვაჭრობა თქვენს საინვესტიციო საჭიროებებს. იგი საშუალებას გაძლევთ ივაჭროთ აქციებით ან სხვა ხელმისაწვდომი აქტივებით ისეთი რაოდენობით, რომელიც არ შეადგენს მთელ რიცხვს (მაგალითად, ათწილადი მნიშვნელობა).

დიახ, G&T Trader-ზე ხელმისაწვდომია აქციების გასესხება.

დიახ, G&T Trader პლატფორმაზე ხელმისაწვდომია გახანგრძლივებული საათებით ვაჭრობა აშშ-ის აქციებისთვის.

 

 

 

ყველა ძირითადი ვალუტა, როგორიცაა: აშშ დოლარი (USD), ევრო (EUR), ბრიტანული ფუნტი (GBP) და სხვა, შეიძლება დეპოზიტად ჩაირიცხოს და გამოყენებულ იქნას G&T Trader პლატფორმაზე ინვესტირებისთვის.

 

 

 

View more
This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.