სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორის შემოსავალი საშუალოდ 12.3%-ით გაიზარდა 2018-23 წლებში და $5.3 მილიარდს მიაღწია 2023 წელს.

აღსანიშნავია, რომ სექტორის ბრუნვის ორ მესამედს იმპორტირებული საქონელი შეადგენს და შედარებით მცირეა ადგილობრივი წარმოების წილი.

იმპორტზე დამოკიდებულება შედარებით მცირეა სამშენებლო მასალების სექტორში, ხოლო მაღალია სარემონტო მასალების, საყოფაცხოვრებო ტექნიკის და ავეჯის სექტორებში.