თბილისი, 2016 წლის 1 მარტი – სს „გალტ ენდ თაგარტმა“ დღეს გამოაცხადა, რომ მან მიიღო Global Finance-ის ჯილდო, როგორც 2016 წელს საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკმა. ჟურნალმა „გლობალ ფინანსმა“ დაასახელა თავისი მე-17 ყოველწლიური „მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკები“ ქვეყნების, რეგიონებისა და სექტორების მიხედვით. „გალტ ენდ თაგარტი“ ჯილდოს მფლობელია ზედიზედ მეორე წელია.
„გლობალ ფინანსის“ რედაქტორებმა, ინდუსტრიის ექსპერტების მონაწილეობით, გამარჯვებულების შესარჩევად გამოიყენეს კრიტერიუმების სერია, მათ შორის ბაზრის წილი, სტრუქტურირების შესაძლებლობები, დისტრიბუციის ქსელი, მომსახურება, ინოვაცია და ბაზრის რეპუტაცია.
„გლობალ ფინანსს“, რომელიც დაარსდა 1987 წელს, აქვს 50,050 ეგზემპლარი და მკითხველი 180 ქვეყანაში. „გლობალ ფინანსის“ აუდიტორიას შორის არიან თავმჯდომარეები, პრეზიდენტები, აღმასრულებელი დირექტორები, ფინანსური დირექტორები, ხაზინადარები და სხვა უფროსი ფინანსური ოფიცრები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მრავალეროვნულ კომპანიებსა და ფინანსურ ინსტიტუტებში საინვესტიციო და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაზე. მისი ვებსაიტი — GFmag.com — გთავაზობთ ანალიზსა და სტატიებს, რომლებიც საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე 28 წლიანი გამოცდილების მემკვიდრეობაა. „გლობალ ფაინანსის“ სათაო ოფისი ნიუ-იორკში მდებარეობს, ოფისები კი ლონდონსა და მილანში.