2018 წლის 31 მაისი – ფინანსური მონაცემების ანალიზისა და დამუშავების ერთ-ერთმა წამყვანმა საინფორმაციო სააგენტომ, Cbonds-მა, მესამედ მიანიჭა Galt & Taggart-ს 2018 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკის ჯილდო.

წელს Galt & Taggart მეხუთედ დასახელდა საუკეთესო საინვესტიციო ბანკად საქართველოში. შერჩევის კრიტერიუმები მოიცავდა: კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის, სრული საინვესტიციო და კორპორატიული ფინანსური მომსახურების შეთავაზებას, კონკურენტუნარიან საკომისიოებს და ადგილობრივი და გლობალური აქციებისა და ევრობონდების ტრანზაქციების სწრაფ შესრულებას, ასევე ტრანზაქციების მაღალი ხარისხით შესრულებას მსოფლიოს თითქმის ყველა ძირითად საფონდო ბირჟაზე.

„ვამაყობ, რომ Galt & Taggart-ის მიერ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან მიღებული ჯილდოები კიდევ ერთხელ ადასტურებს კომპანიის მიღწევებს და ხაზს უსვამს მის წამყვან როლს საინვესტიციო საბანკო სექტორში. ეს მიღწევა ჩვენი მთელი გუნდის დამსახურებაა და მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მათ. მსგავსი აღიარებები კიდევ უფრო გვავალდებულებს, ვიყოთ წამყვან პოზიციებზე კაპიტალის ბაზრებისა და საინვესტიციო საბანკო საქმიანობის განვითარებაში“, – განაცხადა Galt & Taggart-ის მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.