სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი (Agricultural Development Index – ADI) წარმოადგენს ერთიან, კომპოზიტურ მაჩვენებელს, რომელიც ასახავს სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების დინამიკას დროში.
ინდექსი აგებულია სექტორის საქმიანობის ცხრა საკვანძო ინდიკატორის გაერთიანებით, რაც იძლევა საშუალებას:
– შეფასდეს სოფლის მეურნეობის საერთო ტენდენცია და ციკლური დინამიკა;
– გამოიკვეთოს ზრდის ძირითადი წყაროები (მაგ., პროდუქტიულობა, ფასები, ინვესტიციები და სხვ)
– გამოვლინდეს ის მიმართულებები, რომლებიც ინდექსის ზრდას ზღუდავს (მაგ., დაბალი ეფექტიანობა, ინფრასტრუქტურული ან ტექნოლოგიური გამოწვევები).
ADI-ის გამოყენება შესაძლებელს ხდის სექტორის პროგრესის შეფასებას ერთიანი ჩარჩოს ფარგლებში, ამცირებს ცალკეული მაჩვენებლების ფრაგმენტულ ინტერპრეტაციას და უზრუნველყოფს შედარებადობას დროში.