საბანკო სექტორი: კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები, წინა თვის მსგავსად, წლიურად 15.7%-ით გაიზარდა 2025 წლის აგვისტოში  და საკრედიტო პორტფელმა 66.8 მლრდ ლარი (24.8 მლრდ აშშ დოლარი) შეადგინა. ამასთან, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, აგვისტოში სესხების პორტფელის წლიურმა ზრდამ 14.8% შეადგინა (+1.0% თ/თ). სექტორების მიხედვით, იურიდიული პირების დაკრედიტება კურსის ეფექტის გამორიცხვით წლიურად 15.4%-ით გაიზარდა, ხოლო საცალო დაკრედიტების წლიური ზრდა 14.3% იყო; 2025 წლის აგვისტოში სესხების დოლარიზაცია, წინა თვესთან შედარებით, არ შეცვლილა და 42.4% იყო (უცვლელი თ/თ და -1.49პპ წ/წ). 
2025 წლის აგვისტოში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტები წლიურად 11.6%-ით გაიზარდა (კურსის ეფექტის გამორიცხვით) 63.0 მლრდ ლარამდე (23.1 მლრდ აშშ დოლარი), წინა თვეში დაფიქსირებული 10.9%-იანი წლიური ზრდის შემდეგ. ვალუტების მიხედვით, აგვისტოში ლარის დეპოზიტები წლიურად 8.1%-ით გაიზარდა (+8.8% წინა თვეში), ხოლო უცხოური ვალუტის დეპოზიტების წლიური ზრდა 15.3%-მდე დაჩქარდა (+13.2% წინა თვეში). აგვისტოში დეპოზიტების დოლარიზაცია, თვიურად უცვლელად 49.7%-ზე შენარჩუნდა, ხოლო წლიურად 1.90 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

სავალუტო ინტერვენციები: 2025 წლის აგვისტოში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე, BMatch-ის პლატფორმის საშუალებით, 199.6 მლნ აშშ დოლარი შეიძინა. ჯამურად, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში სებ-ის წმინდა სავალუტო შესყიდვებმა 1.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.