2016 წლის 21 მარტი, თბილისი – შპს „ნიკორა ტრეიდმა“, სს „ნიკორას“ 100%-იანმა შვილობილმა კომპანიამ, წარმატებით დაასრულა ობლიგაციების პირველი შეთავაზება 2016 წლის 18 მარტს. 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის, ორწლიანი ემისიის განთავსების აგენტის ფუნქციას სს „გალტ ენდ თაგარტი“ ასრულებდა. ობლიგაცია გამოშვებული იყო ნომინალური ღირებულებით, 11%-იანი კუპონის განაკვეთით, რომელიც გადასახდელი იყო ნახევარწლიურად. სს „ნიკორა“ გამოშვებული ობლიგაციების გარანტორის როლს ასრულებს, რომელთა ლისტინგსა და დაშვებას უახლოეს მომავალში გეგმავენ საქართველოს საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემაში. „ნიკორა ტრეიდის“ განცხადების დეტალები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: www.nikora.ge.

„მოხარულები ვართ, რომ წარმატებით დავასრულეთ ჩვენი სადებიუტო ობლიგაციების გამოშვება, რაც დღემდე ჩვენი ერთ-ერთი უდიდესი პროექტია. გამოშვებამ ინვესტორების მნიშვნელოვანი ინტერესი გამოიწვია. ეს ტრანზაქცია წარმოადგენს შპს „ნუგეშის“ შეძენის რეფინანსირების ნაწილს და საშუალებას გვაძლევს გავზარდოთ ჩვენი ფინანსური მოქნილობა დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციით. ჩვენ ვაპირებთ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი პოზიცია საქართველოს სასურსათო საცალო ბაზარზე, სადაც ამჟამად შემოსავლების მიხედვით 26%-იან წილს ვფლობთ“, – განაცხადა სს „ნიკორას“ აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი ბოქოლიშვილმა.

„მოხარული ვარ, რომ ხაზი გავუსვა „გალტ და თაგარტის“ როლს „ნიკორა ტრეიდის“ ობლიგაციების წარმატებით გამოშვებაში. ეს არის საცალო სექტორის ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტის პირველი საჯარო განთავსება ბაზარზე და ინვესტორთა საზოგადოებამ დიდი ინტერესი გამოხატა. მინდა მივულოცო „გალტ და თაგარტის“ მთელ გუნდს, რომელიც ქვეყანაში საინვესტიციო საბანკო მომსახურების წამყვანი მიმწოდებელი გახდა კერძო და საჯარო კომპანიებისთვის, ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისთვის“, – განაცხადა „გალტ და თაგარტის“ თავმჯდომარემ არჩილ გაჩეჩილაძემ.

შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ „გალტ და თაგარტს“ ელექტრონული ფოსტით მისამართზე st@gt.ge.

შპს „ნიკორა ტრეიდის“ შესახებ

შპს „ნიკორა ტრეიდი“ დაარსდა 2006 წლის 14 აგვისტოს და ფუნქციონირება 2010 წელს დაიწყო. შპს „ნიკორა ტრეიდი“ „ნიკორა ჰოლდინგის“ წევრია. შპს „ნიკორა ტრეიდის“ საბოლოო მშობელი კომპანიაა სს „ნიკორა“.

შპს „ნიკორა ტრეიდი“ ქვეყნის მასშტაბით უდიდესი სასურსათო საცალო ქსელის ოპერატორია, რომელიც ამჟამად 203 მაღაზიით არის წარმოდგენილი. კომპანიის მაღაზიები განლაგებულია დედაქალაქის ყველა რაიონსა და ქვეყნის ექვს რეგიონში – რაც ყველაზე ფართო გეოგრაფიული დაფარვაა კონკურენტებს შორის. ფართო მასშტაბი კომპანიას საშუალებას აძლევს, მომწოდებლებთან მაღალი ფასდაკლებები მოლაპარაკება მოახდინოს, რაც ბაზრის სხვა მოთამაშეებთან შედარებით დამატებით კონკურენტულ უპირატესობას მოიპოვებს. მაღალი ხარისხის მომხმარებელთა მომსახურებით, ძლიერი კორპორატიული მმართველობით, სტანდარტიზებული პროცესებითა და საკუთარი პერსონალის სასწავლო ცენტრით, „ნიკორა ტრეიდი“ სტანდარტებს აწესებს საცალო ბიზნესის ინდუსტრიაში.