აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 2016 წლის 6 ივლისს დაასრულა ლარში დენომინირებული ობლიგაციების მეორე შეთავაზება. სს „გალტ ენდ თაგარტი“ იყო ერთადერთი განთავსების აგენტი 64 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციების გამოშვებისთვის, მცურავი კუპონის განაკვეთით, რაც ექვივალენტურია 3-თვიანი (91-დღიანი) საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატისა და 20 საბაზისო პუნქტის სპრედისა, სამი წლის ვადით.

„მოხარული ვარ აღვნიშნო „გალტ ენდ თაგარტის“ როლი ADB-ის ობლიგაციების წარმატებით გამოშვებაში. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ ასეთი მომსახურების მიმწოდებელი არა მხოლოდ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისთვის, არამედ მზარდი ქართული კომპანიებისთვის, რომლებიც ცდილობენ კაპიტალის დამატებით წყაროებზე წვდომას. მინდა მივულოცო მთელ გუნდს, რომელმაც ამ მნიშვნელოვან ტრანზაქციაზე იმუშავა“, – განაცხადა „გალტ ენდ თაგარტის“ თავმჯდომარემ, არჩილ გაჩეჩილაძემ.

შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ „გალტ ენდ თაგარტს“ ელექტრონული ფოსტით მისამართზე gt@gt.ge.

ADB-ის შესახებ
ADB, რომლის სათაო ოფისი მანილაშია, აზიასა და წყნარ ოკეანეში სიღარიბის შემცირებას ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის, გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მდგრადი ზრდისა და რეგიონული ინტეგრაციის გზით ემსახურება. 1966 წელს დაარსებული ADB 2016 წლის დეკემბერში რეგიონში განვითარების პარტნიორობის 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. მას 67 წევრი ჰყავს – 48 რეგიონიდან. 2015 წელს ADB-ის დახმარებამ ჯამში 27.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, მათ შორის 10.7 მილიარდი აშშ დოლარის თანადაფინანსება.