თბილისი, 2016 წლის 7 დეკემბერი – „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წარმატებით განათავსა 30 მილიონი ლარის ობლიგაციები საქართველოს ბაზარზე, რაც არაფინანსური ორგანიზაციებისთვის უპრეცედენტო თანხაა. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ობლიგაციების განთავსების აგენტები არიან „გალტ ენდ თაგარტი“ და „პაშა ბანკი“. ობლიგაციების დაფარვის ვადა 5 წელია, ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს ემატება 3.5%-იანი წლიური საპროცენტო განაკვეთი.

„კომპანიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობა. კომპანია ობლიგაციების გამოშვებიდან მოზიდულ დამატებით რესურსს კაპიტალური ინვესტიციების განსახორციელებლად გამოიყენებს“, – განაცხადა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ცხადაძემ.“

„მოხარული ვარ, რომ „გალტ ენდ თაგარდმა“ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მესამედ წარმატებით განათავსა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ“-ის ობლიგაციები. მნიშვნელოვანია, რომ ყველა განთავსება ეროვნულ ვალუტაში განხორციელდა. ამ მხრივ, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებაში. ამ დროისთვის, „გალტ ენდ თაგარდი“, თავისი გამოცდილებისა და პროფესიონალთა გუნდის წყალობით, ქვეყანაში საინვესტიციო საბანკო მომსახურების მიმწოდებელი წამყვანი კომპანია გახდა. „მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ გარიგებაზე იმუშავა და ასევე მინდა წარმატებები ვუსურვო GWP-ს“, – განაცხადა Galt & Taggard-ის მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.

GWP-მ ფასიანი ქაღალდები მესამედ გამოუშვა. თავდაპირველად, კომპანიამ 2015 წლის აგვისტოში 2.6 მილიონი ლარის ობლიგაციები გამოუშვა. იმავე წლის 10 დეკემბერს, Georgia Water and Power-მა 6 მილიონი ლარის ობლიგაციები გამოუშვა, რომელთა რეფინანსირება დღეს გამოშვებული ობლიგაციებით მოხდება.

მნიშვნელოვანია, რომ კომპანია კორპორატიული მენეჯმენტისა და საჯაროობის მაღალ სტანდარტს ნერგავს. საერთაშორისო სააგენტო Fitch Ratings-მა Georgia Water and Power-ს ყველაზე მაღალი შესაძლო სუვერენული და გრძელვადიანი რეიტინგი „BB-“ მიანიჭა, სტაბილური პერსპექტივით.