თბილისი, 26 თებერვალი – სს „გალტ და თაგარტმა“ გამოაცხადა, რომ ის ზედიზედ მეოთხე წელია „Global Finance“-ის მიერ 2018 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად იქნა აღიარებული. ჟურნალ „Global Finance“-ის სარედაქციო საბჭომ გამარჯვებულები ინდუსტრიის ექსპერტების მოსაზრებების საფუძველზე შეარჩია. შერჩევის კრიტერიუმები მოიცავდა: ბაზრის წილი, გარიგებების რაოდენობა და მოცულობა, მომსახურება და კონსულტაცია, სტრუქტურირების შესაძლებლობები, სადისტრიბუციო ქსელი, ბაზრის პირობებისადმი მცდელობები, ინოვაცია, ფასები, ანდერრაიტინგის შემდგომი შესრულება და ბაზრის რეპუტაცია. შერჩევის დროს გათვალისწინებული იყო 2017 წელს გამოცხადებული ან დასრულებული გარიგებები.

კახა კიკნაველიძემ, სს „საქართველოს ბანკის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, აღნიშნა: „მოხარული ვარ, რომ „გალტ და თაგარტი“ კვლავაც ითვლება საინვესტიციო საბანკო მომსახურების საუკეთესო მიმწოდებლად საქართველოში. 2014 წლიდან კომპანია მოქმედებს როგორც წამყვანი ან თანაწამყვანი მენეჯერი ადგილობრივად გამოშვებული ობლიგაციებისა, როგორც კორპორატიული სექტორის, ასევე განვითარების საფინანსო ინსტიტუტების მიერ. ამ ტრანზაქციების მოცულობამ 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა – შთამბეჭდავი ეტაპი „გალტ და თაგარტისთვის“ ადგილობრივი კაპიტალის ბაზრების განვითარების ხელშეწყობის კუთხით. გარდა ამისა, შესანიშნავი საკონსულტაციო და კვლევითი მომსახურება, დიდ საერთაშორისო ინვესტორთა ბაზაზე წვდომასთან ერთად, „გალტ და თაგარტს“ საშუალებას აძლევს, მეტი ინტერესი მიიზიდოს ქვეყნისა და რეგიონული ბაზრების მიმართ.“