2018 წლის 6 დეკემბერი – „გალტი და ტაგარტი“ აგრძელებს რეგიონული ეკონომიკის მაკრო დაფარვის გაფართოებას რეგიონული საინვესტიციო ბანკის სტატუსის მინიჭებისა და კლიენტების საინვესტიციო საჭიროებების დაკმაყოფილების ამბიციით. კომპანია აგრძელებს რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის ინვესტორებისთვის გაცნობას. უახლესი ანგარიში უზბეკეთის ეკონომიკური განვითარების, გამოწვევებისა და პერსპექტივების ანალიზს წარმოადგენს.

„ამჟამად, ინვესტორები რეგიონში უზარმაზარ პოტენციალს ხედავენ და Galt and Taggart-ის ანალიტიკურ პროდუქტებზე მოთხოვნა იზრდება. უზბეკეთს აქვს პოტენციალი, გახდეს ცენტრალური აზიის უდიდესი ეკონომიკა, მისი ბუნებრივი რესურსებისა და მთავრობის მიერ კერძო სექტორის მიერ განხორციელებული ზრდის ხელშეწყობის ვალდებულების გათვალისწინებით. მთავრობამ 2017 წელს დაიწყო ფართომასშტაბიანი რეფორმების პროგრამა ეკონომიკის ლიბერალიზაციისა და უზბეკეთის საერთაშორისო რეპუტაციის შესაცვლელად რთული საინვესტიციო ადგილიდან საინვესტიციო სამოთხედ. უზბეკეთმა უკვე განახორციელა რეფორმების სერია თავისი განვითარების სტრატეგიის ფარგლებში 2017-18 წლებში, რაც სწრაფად იქნა აღიარებული საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ. დაგეგმილია უცხოური ინვესტიციების მოზიდვა კაპიტალის ბაზრების განვითარების გზით. ქვეყანა ამჟამად მუშაობს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოებისგან სუვერენული საკრედიტო რეიტინგის მიღებაზე, რაც წინაპირობაა 2019 წლის პირველ კვარტალში დაგეგმილი ევრობონდების გამოშვებისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი ანგარიში დაეხმარება პოტენციურ ინვესტორებს ქვეყანაში საინვესტიციო შესაძლებლობების შეფასებაში“, – კომენტარი გააკეთა კომპანიის მმართველმა დირექტორმა ოთარ შარიქაძემ.

გთხოვთ, იხილოთ დეტალური ანგარიში აქ.