უმუშევრობა: საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის მე-2 კვარტალში უმუშევრობის დონე წლიურად 0.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 14.3% შეადგინა, რაც ძირითადად იხსნება თვითდასაქმებულთა წლიური 6.5%-იანი (-2.9% წინა კვარტალთან შედარებით) შემცირებით. ამასთან, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა წლიურად 0.5%-ით (-1.9% წინა კვარტალთან შედარებით) გაიზარდა და მთლიანი დასაქმების 68.8% შეადგინა. ამასთან, აღნიშნულ პერიოდში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე წლიურად 0.3 პროცენტული პუნქტით 54.1%-მდე შემცირდა.
მთლიანობაში, 2025 წლის პირველ ნახევარში უმუშევრობის საშუალო დონე 14.5%-ს გაუტოლდა (+0.6პპ წ/წ).
საგარეო ვაჭრობა: საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის ივლისში საქონლის ექსპორტი წლიურად 10.8%-ით შემცირდა 610.4 მლნ აშშ დოლარამდე, წინა თვეში დაფიქსირებული წლიური 10.4%-იანი ზრდის შემდეგ. ასევე, საქონლის იმპორტი წლიურად 6.6%-ით შემცირდა და 1.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვის 4.4%-იანი ზრდის შემდეგ. შედეგად, ივლისში სავაჭრო დეფიციტი წლიურად 3.4%-ით შემცირდა 854.2 მლნ აშშ დოლარამდე.
2025 წლის ივლისში მანქანები (+1.2% წ/წ), ძვირფასი ლითონები (+81.1% წ/წ), სპირტიანი სასმელები (-16.1% წ/წ), ღვინო (+33.5% წ/წ) და გაზირებული წყლები (+4.7% წ/წ) იყო ტოპ-5 ექსპორტირებული საქონელი. ამასთან, ექსპორტის 9.4% ევროკავშირზე მოდიოდა (+61.8% წ/წ), 75.9% დსთ-ზე (-2.5% წ/წ) და 14.6% სხვა ქვეყნებზე (-48.3% წ/წ).
2025 წლის ივლისში ტოპ-5 იმპორტირებული საქონელი იყო მანქანები (-31.8% წ/წ), ნავთობი (-8.7% წ/წ), მედიკამენტები (+18.4% წ/წ), ტელეფონები (+11.8% y/y) წ/წ) და ფოლადის ნახშირბადიანი წნელები (+71.7% წ/წ).
ჯამურად, 2025 წლის იანვარ-ივლისში, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 11.9%-ით გაიზარდა და 6.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რადგან ექსპორტი 9.0%-ით გაიზარდა 3.8 მლრდ აშშ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 10.8%-ით გაიზარდა და 10.3 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა. ამასთან, სურათების/ნახატების ერთჯერადი იმპორტის გამორიცხვით, მთლიანი იმპორტი წლიურად 5.6%-ით, ხოლო სავაჭრო დეფიციტი წლიურად 3.6%-ით გაიზარდა 2025 წლის იანვარ-ივლისში.
მწარმოებელთა ფასების ინდექსი: საქსტატის მონაცემებით, მწარმოებელთა ფასების ინდექსი წლიურად 3.6%-ით გაიზარდა 2025 წლის ივლისში, წინა თვეში არსებული 3.0%-იანი ზრდის შემდეგ. მწარმოებელთა ფასების წლიურ ზრდაზე ძირითადი ზეგავლენა იქონია ფასების ზრდამ დამამუშავებელი მრეწველობის (+2.0%), ელექტროენერგიის მიწოდების (+10.0%) და სამთომოპოვებითი მრეწველობის (+13.9%) სექციებში.