შეჯამება
ბათუმის საცხოვრებელ ბაზარზე მოთხოვნამ ზრდა 2025 წლის მეორე კვარტალშიც გააგრძელა – გაყიდვები გაიზარდა როგორც პირველად, ისე მეორად ბაზარზე, წლიურად 13.1%-ით და 23.4%-ით, შესაბამისად. აღნიშნული ზრდა ნაწილობრივ ასახავს გასული წლის დაბალი ბაზის ეფექტს. ორივე ბაზარზე ზრდა განაგრძო ფასებმაც და პირველად ბაზარზე წინა კვარტალთან შედარებით 2.7%-ით გაიზარდა. ამავდროულად, ქირის ფასი 2025 წლის ივნისში, წლიურად 1.6%-ით გაიზარდა და შესაბამისად ქირის შემოსავლიანობა სხვა ქალაქებთან შედარებით მაღალ დონეზე შენარჩუნდა.