ბაზრის ყოველკვირეული მიმოხილვა
ტურიზმის შემოსავლები: 2022 წლის დეკემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2019 წლის დეკემბრის დონესთან შედარებით 167.3%-ით აღდგა და 363.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (+188.2% წ/წ). ჯამურად, სებ-ის თანახმად, 2022 წელს ტურიზმის შემოსავლებმა 3.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (+182.5% წ/წ), რაც 2019 წლის შემოსავლების 107.6%-ია.
ფულადი გზავნილები: 2022 წლის დეკემბერში ფულადი გზავნილები წლიურად 133.2%-ით გაიზარდა და რეკორდული მაჩვენებელი 535.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვის 151.4%-იანი ზრდის შემდეგ. ფულადი გზავნილები წლიურად გაიზარდა შემდეგი ძირითადი დონორი ქვეყნებიდან: რუსეთი (+699.2%, მთლიანის 59.3%, ამ თანხის ნაწილი მიგრაციას უკავშირდება), იტალია (+14.0 %), აშშ (+28.7%), საბერძნეთი (+0.9%), ისრაელი (+7.9%) და გერმანია (+46.6%). ამასთან, ფულადი გზავნილების წლიურად შემცირდა ყაზახეთიდან (-3.6%) დეკემბერში. ჯამურად, 2022 წელს ფულადი გზავნილები წლიურად 86.1%-ით გაიზარდა და 4.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
საგარეო ვაჭრობა: საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის დეკემბერში ექსპორტის წლიური ზრდა 32.5%-მდე დაჩქარდა და რეკორდული მაჩვენებელი 555.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვის 14.1%-იანი ზრდის შემდეგ. ამასთან, იმპორტის წლიური ზრდის ტემპი 31.2%-მდე დაჩქარდა და ასევე რეკორდული 1.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვის 22.2%-იანი ზრდის შემდეგ. შედეგად, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 30.3%-ით გაიზარდა და 822.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნოემბრის 27.9%-იანი ზრდის შემდეგ.
2022 წლის დეკემბერში მანქანები (+262.1% წ/წ), სპილენძი (+39.8% წ/წ), სასუქები (+47.9% წ/წ), ღვინო (-12.5% წ/წ) და ალ. სასმელები (-6.1% წ/წ) იყო ტოპ-5 ექსპორტირებული საქონელი. ამასთან, ექსპორტის 11.5% ევროკავშირზე მოდიოდა (-13.7% წ/წ), 58.0% დსთ-ზე (+63.4% წ/წ) და 30.5% სხვა ქვეყნებზე (+14.4% წ/წ).
2022 წლის დეკემბერში ტოპ-5 იმპორტი იყო მანქანები (+51.8% წ/წ), ნავთობი (+18.8% წ/წ), გაზი (+52.5% წ/წ), ტელეფონები (+119.7% წ/წ) და სპილენძი (-26.4% წ/წ).
ჯამურად, 2022 წელს, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 34.1%-ით გაიზარდა და 7.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რადგან ექსპორტი 31.8%-ით გაიზარდა 5.6 მლრდ აშშ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 33.2%-ით გაიზარდა 13.5 მლრდ აშშ დოლარამდე. აღსანიშნავია, რომ საქონლის სავაჭრო დეფიციტი მეტწილად დაკომპენსირდა ტურიზმიდან შემოსავლებითა და ფულადი გზავნილებით, რამაც გააუმჯობესა მიმდინარე ანგარიშის ბალანსი 2022 წელს.
მწარმოებელთა ფასების ინდექსი: საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის დეკემბერში მწარმოებელთა ფასების ინდექსის წლიური ზრდა მნიშვნელოვნად 0.1%-მდე შენელდა (რაც 2016 წლის ნოემბრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია), წინა თვის 3.6%-იანი ზრდის შემდეგ. ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი ზეგავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ სექციებში: დამამუშავებელი მრეწველობა (+1.9% წ/წ) და სამთომოპოვებითი მრეწველობა (-14.2% წ/წ).