გალტ & თაგარტი დაარსდა 1995 წელს და არის უმსხვილესი საბროკერო კომპანია საქართველოში. ჩვენ ვთავაზოთ ფასიანი ქაღალდებისა და საინვესტიციო ინსტრუმენტების დიდ არჩევანს როგორც რეზიდენტ, ასევე არარეზიდენტ ინვესტორებს რეგიონის მაშტაბით. როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული და რეგულირებული კომპანია ვამაყობთ რომ შეგვიძლია მომხარებლებს შევთავაზოთ სანდო, უსაფრთხო და მათზე მაქსიმალურად მორგებული მომსახურება.
გალტ & თაგარტის საბროკერო ანგარიშების დახმარებით ხელმისაწვდომია საერთაშორისო, რეგიონალურ და ლოკალურ ბაზრებზე არსებული მრავალი ტიპის სხვადასხვა საინვესტიციო ინსტრუმენტი, რაც გვაძლევს საშუალებას დავაკმაყოფილოთ ყველა ჩვენი მომხმარებლის უნიკალური საინვესტიციო მოთხოვნილებები.

Execution Brokerage დროში გამოცდილი და საიმედო ტრადიციული საბროკერო ანგარიშია, რომელიც კლიენტებს სთავაზობს წვდომას არასასესხო პროდუქტების მრავალფეროვან ასორტიმენტზე, მათ შორის, აქციებზე, ETF-ებზე, ფონდებზე, ობლიგაციებსა და სტრუქტურირებულ პროდუქტებზე. ჩვენი ბროკერები მოგაწვდიან ინფორმაციას საინვესტიციო შესაძლებლობებზე და თქვენგან დასტურის მიღების შემდეგ შეისყიდიან თქვენთვის შესაბამის ფასიან ქაღალდებს. გალტ & თაგარტის კლიენტების პირადი კაბინეტი (დეშბორდი) საშუალებას მოგცემთ, თვალყური ადევნოთ თქვენს ყველა ინვესტიციას და აქტივს.
Execution Brokerage ანგარიშის ძირითადი უპირატესობები:
- წვდომა ძირითად საერთაშორისო ბაზრებზე, მათ შორის, აშშ-ის, ევროპის, კანადისა და ავსტრალიის ბაზრებზე.
- წვდომა რთულად ხელმისაწვდომ რეგიონულ ბაზრებზე, როგორიცაა აღმოსავლეთი ევროპის, ახლო აღმოსავლეთის, აზიისა და ა.შ. ბაზრები.
- წვდომა ადგილობრივ (ქართულ) ბაზარზე.
- ადგილობრივი (ქართული) კორპორატიული ობლიგაციების ექსკლუზიურ თავდაპირველ შეთავაზებებში ინვესტირების შესაძლებლობა.
თუ გირჩევნიათ, რომ გარიგებები თქვენი დავალებით ბროკერმა განახორციელოს, Execution Brokerage ანგარიში თქვენთვის იდეალური არჩევანია. ჩვენი მცოდნე და გამოცდილი ბროკერები დაგეხმარებიან ინფორმირებული საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებაში, უზრუნველყოფენ რა პერსონალიზებულ მომსახურებას თქვენი ინდივიდუალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

“G&T Trader” არის პროფესიონალური საინვესტიციო პლატფორმა, რომელიც წვდომას გაძლევთ 50+ საერთაშორისო ბირჟაზე და საინვესტიციო აქტივების ფართო არჩევანზე. “G&T Trader”-ის პლატფორმაზე შეგიძლიათ ივაჭროთ 100,000-ზე მეტი ინსტრუმენტით, მათ შორის: აქციებით, ობლიგაციებით, ფონდებით, ფიუჩერსებით, CFD-ებით, სავალუტო წყვილებით, ნედლეულით და ა.შ.
G&T Trader ანგარიშის ძირითადი უპირატესობები:
- ბაზრის გახსნამდე და დახურვის შემდგომ საათებში ვაჭრობის შესაძლებლობა.
- ნაწილობრივი აქციებისა და ობლიგაციების შეძენის შესაძლებლობა.
- პროფესიონალური ფუნქციონალი: როგორიცაა სხვადასხვა სახის ალგორითმული დავალებების დადების შესაძლებლობა, სკრინერები, დიაგრამების ასაგები ინსტრუმენტები, სხვადასხვა ტიპის ამონაწერები და ა.შ.
- ნებისმიერი მოწყობილობიდან 24/7 ვაჭრობის შესაძლებლობა.
ეს სავაჭრო პლატფორმა იდეალურია იმ ტრეიდერებისთვის, რომლებიც ამჯობინებენ თავად ონლაინ პლატფორმიდან ინვესტირებას. ნებისმიერი კომპიუტერიდან, ლეპტოპიდან, პლანშეტიდან ან სმარტფონიდან პლატფორმაზე წვდომის შესაძლებლობის წყალობით კლიენტებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს მართონ თავიანთი ინვესტიციები და აკონტროლონ ბაზრის ცვლილებები.

შექმენით თქვენი პორტფელი
Galt & Taggart-თან ერთად

ჩვენი საბროკერო ანგარიშები გთავაზობთ აქტივების მრავალფეროვან არჩევანს, მათ შორის: აქციებს, ობლიგაციებს, ნედლეულის, დერივატივებს და სხვა სახით.
ეს მრავალფეროვანი არჩევანი გაძლევთ საშუალებას შექმნათ პორტფელი, რომელიც შეესაბამება თქვენს უნიკალურ საინვესტიციო მიზნებს და რისკებს.
ინვესტიციების სხვადასხვა აქტივებში განაწილებით შეგიძლიათ შეამციროთ რისკები და გაზარდოთ თქვენი შემოსავალი.
იმის დასადგენად, თუ რომელი ტიპის პორტფელი შეიძლება იყოს თქვენი საჭიროებებისათვის შესაფერისი, გთხოვთ დააჭიროთ იხილეთ მეტს.
იხილეთ მეტი

ჩვენი გუნდი
მეტის ნახვახშირად დასმული კითხვები
კომპანია „გალტ ენდ თაგარტი“ გთავაზობთ ორი ძირითადი ტიპის საბროკერო ანგარიშებს: G&T Trader ონლაინ საინვესტიციო პლატფორმას და ტრადიციულ Execution Brokerage ანგარიშს.
ჩვენ გთავაზობთ ანგარიშის ორ ვარიანტს თქვენი საინვესტიციო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. თუ თქვენ ამჯობინებთ ინვესტირებას საერთაშორისო ბაზრებზე პლატფორმის საშუალებით, რეკომენდებულია G&T Trader ანგარიშის გახსნა. თუმცა თუ გირჩევნიათ თქვენ ნაცვლად ბროკერმა შეასრულოს გარიგებები, უფრო შესაფერისი Execution Brokerage ანგარიშია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სასესხო კაპიტალით (ლევერიჯი) დაფინანსებული პროდუქტები, როგორიცაა CFD, ფიუჩერსი, Forex და ოფციონები*, ექსკლუზიურად ხელმისაწვდომია G&T Trader-ზე, ხოლო Execution Brokerage ანგარიში გთავაზობთ უკეთეს წვდომას საერთაშორისო, რეგიონულ და ადგილობრივ ობლიგაციებსა და სტრუქტურირებულ პროდუქტებზე. თქვენ შეგიძლიათ ორივე ანგარიში გახსნათ უფასოდ, რათა თქვენი საინვესტიციო სტრატეგია უფრო მოქნილი იყოს.
* გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ CFD და ოფციონები კომპლექსური ინსტრუმენტებია და თან ახლავს ლევერიჯის გამო ფულის სწრაფად დაკარგვის მაღალი რისკი. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების ორგანოს (ESMA) მიერ გამოქვეყნებული საერთაშორისო სტატისტიკის მიხედვით, საცალო კლიენტების ანგარიშების 74-89% კარგავს სრულ თანხას CFD-ებით და ოფციონებით ვაჭრობის შედეგად. თქვენ უნდა გაიაზროთ, გესმით თუ არა, როგორ მუშაობს CFD-ები და ოფციონები და შეგიძლიათ თუ არა აიღოთ თქვენი ფულის დაკარგვის მაღალი რისკი.
ჩვენთან ანგარიშის გასახსნელად უნდა დარეგისტრირდეთ ამ ბმულზე. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მითითებულ ელ-ფოსტაზე მიიღებთ წერილს, რომელიც შეიცავს დეტალურ ინფორმაციას ანგარიშის გახსნის პროცედურის შესახებ. ან შეგიძლიათ გვეწვიოთ ჩვენს ოფისში, რომელიც მდებარეობს თბილისში, ალექსანდრე პუშკინის ქ. 3-ში, და გაიაროთ ანგარიშის გახსნის პროცედურა პირადად. ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე: Sales@gt.ge.
ყველა კლიენტისთვის სავალდებულოა KYC (იცნობდე შენს კლიენტს) ფორმის შევსება და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა. შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი დოკუმენტები ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით. სრული სიისთვის დაგვიკავშირდით მისამართზე: sales@gt.ge ან დაგვირეკეთ ნომერზე (995) 322 401 111.
ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენის შემდეგ საბროკერო ანგარიშის გასახსნელად, საშუალოდ ორი სამუშაო დღეა საჭირო.
გახსენით საბროკერო ანგარიში Galt & Taggart-ში და დაიწყე ინვესტირება უკეთესი მომავლისთვის.
