6.0%-იანი ეკონომიკური ზრდა 2026 წელს
2025 წელს საქართველოს ეკონომიკამ შეინარჩუნა მაღალი ზრდის ტემპი და 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში რეალური მშპ 7.6%-ით გაიზარდა, ხოლო საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ 5.8 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. ეკონომიკური ზრდის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი იყო მოხმარება, რასაც მნიშვნელოვნად უწყობდა ხელს ძლიერი სავალუტო შემოდინებები და ლარის სტაბილურობა. ჩვენი პროგნოზით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.0%-ით გაიზრდება, რასაც ხელს შეუწყობს სოლიდური სავალუტო შემოდინებების გაგრძელება (განსაკუთრებით ტურიზმიდან, რომლის შემოსავალიც 4.9 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს, ჩვენი შეფასებით), ლარის სტაბილურობა და ინფლაციის ტემპის შენელება, რაც სამომხმარებლო და საინვესტიციო განწყობებზე პოზიტიურად აისახება. დამატებით, ეკონომიკურ აქტივობაზე პოზიტიურ გავლენას მოახდენს მთავრობის კაპიტალური ხარჯების 9.4%-იანი წლიური ზრდა და მონეტარული პოლიტიკის მოსალოდნელი შერბილება. ჩვენი პროგნოზით, საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკური ზრდა 5.5%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი. ამასთან, რისკები ძირითადად პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ გაურკვევლობებს უკავშირდება.
Subscribe
Subscribe