ელექტროენერგიის მიწოდება: 2025 წლის პირველ კვარტალში მიწოდებამ 3.8 ტვტ.სთ შეადგინა. აქედან ადგილობრივმა გენერაციამ 2.8 ტვტ.სთ შეადგინა (-15.6% წ/წ), ხოლო იპორტი 1.0 ტვტ.სთ იყო (+122% წ/წ). ადგილობრივი წყაროებიდან დაიკლო, როგორც ჰესების, ისე თბოსადგურების გამომუშავებამ. ამასთან, თბოსადგურსა და იმპორტს შორის არჩევანი ფასის მიხედვით გაკეთდა.
2025 წლის პირველ კვარტალში სატესტო რეჟიმით ამოქმედდა 54.1 მგვტ-იანი მტკვარი ჰესი და 14.2 მგვტ -იანი ჭიორაჰესი.
ადგილობრივი მოხმარება: 2025 წლის პირველ კვარტალში ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარება წლიურად 1.3%-ით გაიზარდა და 3.7 ტვტ.სთ შეადგინა. ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი ადგილობრივი მოსახლობის მოხმარებაში დაფიქსირდა (+8.5% წ/წ).
ელექტროენერგიის ფასი საქართველოში: პირველ კვარტალში საბითუმო ბაზარზე ელექტროენერგიის ფასი წლიურად 1.5%-ით გაიზარდა და 5.9 აშშ ცენტი შეადგინა.
CFD-ს მიღების მსურველების აქტიურობა მაღალია. პირდაპირი მოლაპარაკების გზით CFD კონტრაქტის მიღების მსურველებისგან ეკონომიკის სამინისტროში 435 განაცხადი შევიდა, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 11.2 გვტ-ია, აქედან 0.75 მგვტ ჰიდრო, 4.2 გვტ ქარის და 6.2 გვტ მზის სადგურებია. განაცხადების განხილვის შედეგები რამდენიმე თვეში გამოვლინდება.
ენერგო-პრო ჯორჯიას ქსელში ნეტო აღრიცხვისთვის განსაზღვრული ლიმიტი შეივსო და ახალი განაცხადის მიღება შეჩერებულია, ხოლო თელასის ქსელში განაცხადების მიღება გრძელდება და დარჩენილია 50-60 მგვტ.
რეგულირებული ტარიფები გაიზარდა ენგურის, ვარდნილის და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის 2025 წლის იანვრიდან და კვტ.სთ-ზე შესაბამისად 4.021 (+66.7% წ/წ), 5.111 (+66.7% წ/წ) და 3.298 (+17.2% წ/წ) თეთრი შეადგინა. აღნიშნული საცალო ტარიფებზე გავლენას არ მოახდენს 2025 წელს.