თბილისი, 2016 წლის 16 მარტი – სს „გალტ ენდ თაგარტმა“ დღეს გამოაცხადა, რომ მას „გლობალური საბანკო და ფინანსური მიმოხილვისგან“ სამი ჯილდო მიენიჭა. „გალტ ენდ თაგარტი“ 2016 წელს დასახელდა საუკეთესო საინვესტიციო ბანკად, საუკეთესო საინვესტიციო ბროკერად და საუკეთესო კორპორატიული საკონსულტაციო მომსახურებად საქართველოში.
„გალტ ენდ თაგარტი“ ვალდებულია, თავის კლიენტებს შესთავაზოს საუკეთესო კორპორატიული საკონსულტაციო მომსახურება როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ტრანზაქციებისთვის. ჩვენი საბროკერო მომსახურება მომხმარებლებს სთავაზობს შეუდარებელ რეგიონულ ექსპერტიზას და საერთაშორისო ბაზრებზე ვაჭრობის შესაძლებლობას. ეს ჯილდოები „გალტ ენდ თაგარტის“ მიღწევების დასტურია და ხაზს უსვამს მის წამყვან როლს საქართველოს საინვესტიციო საბანკო სფეროში“, – განაცხადა „გალტ ენდ თაგარტის“ თავმჯდომარემ, არჩილ გაჩეჩილაძემ.
„გლობალური საბანკო და ფინანსური მიმოხილვის“ წამყვანი ონლაინ და ბეჭდური ჟურნალია, რომელიც გლობალურ ფინანსურ საზოგადოებას აწვდის დაბალანსებულ, ინფორმაციულ და დამოუკიდებელ სიახლეებს. ჟურნალს კითხულობენ 200-ზე მეტ სხვადასხვა ქვეყანაში. მკითხველთა შორის არიან პრეზიდენტები, აღმასრულებელი დირექტორები, ფინანსური დირექტორები და უფროსი გადაწყვეტილების მიმღები პირები Fortune 500 კომპანიებიდან, მსხვილი ბანკებიდან და ფინანსური ინსტიტუტებიდან, ასევე ფიზიკური პირები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ფინანსური ბაზრებითა და სიახლეებით..