საგარეო ვაჭრობა: საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის ივლისში საქონლის ექსპორტი წლიურად 10.9%-ით შემცირდა 609.1 მლნ აშშ დოლარამდე, წინა თვეში დაფიქსირებული წლიური 10.4%-იანი ზრდის შემდეგ. ასევე, საქონლის იმპორტი წლიურად 6.7%-ით შემცირდა და 1.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვის 4.4%-იანი ზრდის შემდეგ. შედეგად, ივლისში სავაჭრო დეფიციტი წლიურად 3.3%-ით შემცირდა 854.9 მლნ აშშ დოლარამდე.
ჯამურად, 2025 წლის იანვარ-ივლისში, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 11.9%-ით გაიზარდა და 6.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რადგან ექსპორტი 8.9%-ით გაიზარდა 3.8 მლრდ აშშ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 10.8%-ით გაიზარდა და 10.3 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა. ამასთან, სურათების/ნახატების ერთჯერადი იმპორტის გამორიცხვით, მთლიანი იმპორტი წლიურად 5.6%-ით, ხოლო სავაჭრო დეფიციტი წლიურად 3.6%-ით გაიზარდა 2025 წლის იანვარ-ივლისში.
ფულადი გზავნილები: სებ-ის მიხედვით, 2025 წლის ივლისში ფულადი გზავნილები წლიურად 13.0%-ით გაიზარდა 337.0 მლნ აშშ დოლარამდე, წინა თვეში დაფიქსირებული წლიური 12.2%-იანი ზრდის შემდეგ. ძირითადი დონორი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების წლიური ზრდა დაფიქსირდა ევროკავშირიდან (+16.2%, მთლიანის 46.1%, რომელზეც პოზიტიურად იმოქმედა ევროს გაცვლით კურსის გამყარებამ აშშ დოლარის მიმართ), აშშ-დან (+21.1%, მთლიანის 18.1%), ყირგიზეთიდან (+44.0%, მთლიანის 3.4%), ისრაელიდან (+11.0%, მთლიანის 7.1%) და თურქეთიდან (+9.4%, მთლიანის 3.0%). ამასთან, ივლისში ფულადი გზავნილები წლიურად შემცირდა რუსეთიდან (-0.5%, მთლიანის 13.4%) და ყაზახეთიდან (-17.7%, მთლიანის 2.6%).
ჯამურად, 2025 წლის იანვარ-ივლისში ფულადი გზავნილები წლიურად 5.0%-ით გაიზარდა და 2.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
ჩვენი პროგნოზით, ფულადი გზავნილები 3.5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს 2025 წელს.
ტურიზმის შემოსავლები: ჩვენი შეფასებით, 2025 წლის ივლისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 2.7%-ით გაიზარდა და 520 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჯამურად, 2025 წლის იანვარ-ივლისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2.5 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა (+3.6% წ/წ), ჩვენი შეფასებით.
ჩვენი პროგნოზით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს 2025 წელს.