საგარეო ვაჭრობა: საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის მარტში საქონლის ექსპორტის წლიური ზრდა 32.9%-მდე დაჩქარდა და 546.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვის 6.3%-იანი ზრდის შემდეგ. მსგავსად ექსპორტისა, იმპორტიც მნიშვნელოვნად 33.4%-ით გაიზარდა 1.2 მლრდ აშშ დოლარამდე, წინა თვეში დაფიქსირებული 4.5%-იანი კლების შემდეგ.  შედეგად, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 33.8%-ით გაიზარდა 688.4 მლნ აშშ დოლარამდე, წინა თვის 12.3%-იანი კლების შემდეგ. უნდა აღინიშნოს, რომ ექსპორტის და იმპორტის ზრდის მაღალი ტემპები ძლიერ საგარეო და საშინაო მოთხოვნაზე მიუთითებს.
ჯამურად, 2023 წლის პირველ კვარტალში, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 18.2%-ით გაიზარდა და 1.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რადგან ექსპორტი 24.7%-ით გაიზარდა 1.5 მლრდ აშშ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 21.0%-ით გაიზარდა 3.3 მლრდ აშშ დოლარამდე.