საგარეო ვაჭრობა: საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარში  ექსპორტი წლიურად მნიშვნელოვნად 38.5%-ით გაიზარდა და 459.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვის 32.5%-იანი ზრდის შემდეგ. ამასთან, იმპორტის წლიური ზრდის ტემპი 25.2%-მდე შენელდა 1.0 მლრდ აშშ დოლარამდე, წინა თვის 33.0%-იანი ზრდის შემდეგ. შედეგად, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 15.8%-ით გაიზარდა და 543.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, დეკემბრის 33.3%-იანი ზრდის შემდეგ. 

ფულადი გზავნილები: 2023 წლის იანვარში ფულადი გზავნილები წლიურად 163.5%-ით გაიზარდა და 445.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვის 133.2%-იანი ზრდის შემდეგ. ფულადი გზავნილები წლიურად გაიზარდა შემდეგი ძირითადი დონორი ქვეყნებიდან: რუსეთი (+10-ჯერ, მთლიანის 60.1%, ამ თანხის ნაწილი მიგრაციას უკავშირდება), იტალია (+18.9%), აშშ (+40.8%), საბერძნეთი (+7.0%), ისრაელი (+14.5%) და გერმანია (+61.8%).