საერთაშორისო რეზერვები: საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2023 წლის ივლისში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 30.8%-ით გაიზარდა და ახალი რეკორდული მაჩვენებელი 5.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვესთან შედარებით რეზერვები 7.3%-ით გაიზარდა (+369.3 მლნ აშშ დოლარი). რეზერვების ცვლილება უკავშირდება მთავრობის და საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს, ასევე, სავარაუდოდ, სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვას (ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება 25 აგვისტოს). 

ტურიზმის შემოსავლები: ჩვენი შეფასებით, 2023 წლის ივლისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 11.2%-ით გაიზარდა და 530 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჯამურად, ჩვენი შეფასებით, 2023 წლის პირველ 7 თვეში ტურიზმის შემოსავლებმა 2.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (+44.2% წ/წ).