ეკონომიკური ზრდა: საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის ივლისში რეალური მშპ-ის ზრდის ტემპი 5.5%-მდე შენელდა, წინა თვის 7.7%-იანი ზრდის შემდეგ. ჯამურად, 2023 წლის პირველ 7 თვეში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 7.2%-ით გაიზარდა. ივლისში ზრდა დაფიქსირდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის, მშენებლობის, ვაჭრობის, პროფესიული და სამეცნიერო საქმიანობის დარგებში. ამასთან, რეალური ზრდა შემცირდა დამამუშავებელი და სამთომოპოვებითი მრეწველობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგებში. ჩვენი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 6.8%-ით გაიზრდება 2023 წელს (იხილეთ მეტი).
გამოწერა
გამოწერა