2023 წელს რეკორდულად მაღალი ელექტროენერგიის ექსპორტი განხორციელდა. საქართველომ 95.4 მლნ აშშ დოლარის (+13.2% წ/წ) ოდენობის 1.5 ტვტ/სთ-ს (+51.2% წ/წ) ელექტროენერგიის ექსპორტი განახორციელა. ამავდროულად, იმპორტის მოცულობა საგრძნობლად შემცირდა (-48.5% წ/წ) და შემოიფარგლა მხოლოდ აფხაზეთის რეგიონის საჭიროებებით (რომელიც ელექტროენერგიას რუსეთიდან იღებს სიმბოლურ ფასად, კვტ.სთ-ზე 0.1 აშშ დოლარად). შედეგად, 2023 წელი დასრულდა რეკორდულად მაღალი 94.4 მლნ აშშ დოლარის ოდენობის დადებითი სავაჭრო ბალანსით (+122.0% წ/წ) და წმინდა ექსპორტით (0.7ტვტ.სთ).
- ქვეყნის დადგმული სიმძლავრე 2023 წელს 28.7მგვტ-ით გაიზარდა და 4.6გვტ-ს მიაღწია
- გამოცხადდა განახლებადი სიმძლავრის მეორე აუქციონი 800 მგვტ სიმძლავრისთვის
- სემეკმა შეამცირა ტარიფები საცალო მომხმარებლებისთვის და შეცვალა რეგულირებადი ჰესებისთვის დაწესებული ტარიფები