FMCG სექტორის ზომა საქართველოში საკმაოდ სწრაფად იზრდება – ბაზრის ზომა თითქმის გაორმაგდა 2018-23 წლებში და 21 მილიარდი ლარი შეადგინა 2023 წელს. აქედან ბრენდული ქსელები ბაზრის 39%-ს იკავებს, რაც მკვეთრი ზრდაა 2018 წელს არსებული 22%-დან. ბაზრის დანარჩენი ნაწილი არაბრენდულ მაღაზიებს, აფთიაქებს და არაფორმალურ ვაჭრობას უჭირავს. ამასთან, FMCG ბაზრის 48% თბილისშია კონცენტრირებული, ხოლო დანარჩენი რეგიონებზე მოდის, საიდანაც ყველაზე დიდი წილი აჭარას და იმერეთს უკავია. ამასთან, FMCG ბაზარზე ყველაზე მეტი 71% საკვებ პროდუქტებზე იხარჯება, რომელსაც მოყვება სასმელები და თამბაქო.
გალტ & თაგარტის კვლევა სექტორის წარმომადგენლებს და ინვესტორებს სთავაზობს სამომავლო განვითარების ხედვას, კერძოდ:
- გეოგრაფიული ექსპანსიის რეგიონალური ანალიზი
- ფორმატების დივერსიფიკაციის აუცილებლობა
- პროდუქციის ასორტიმენტის ზრდის და საკუთარი წარმოების განვითარების საჭიროება
- მომხმარებლების სეგმენტაცია და დიჯიტალიზაცია (ელ-კომერცია, მონაცემთა ანალიზი და პერსონალიზაცია).