2023 წლის ივლისში:

ნავთობის ფასი თვიურად 14.2%-ით გაიზარდა, რაც OPEC+-ის წევრების მიერ მიწოდების შემცირების შესახებ განცხადებებს უკავშირდება. 

ბუნებრივი აირის ფასი 24.9%-ით შემცირდა, რადგან უხვმა მარაგებმა დააბალანსა მიწოდების მხარეს არსებული პოტენციური რისკები. 

ამონიუმის ნიტრატის ფასი 49.0%-ით გაიზარდა. თუმცა, აღნიშნული ზრდა დაბალი ბაზის ეფექტითაა გამოწვეული, რადგან ფასებმა ხუთწლიან მინიმუმს მიაღწია 2023 წლის ივნისში.

ხორბლის ფასი 3.0%-ით გაიზარდა. ხორბლის ფასი ივლისის შუაში გაიზარდა, რაც აიხსნება რუსეთის მიერ უკრაინის მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებიდან გასვლით, რამაც ბაზარზე გაურკვევლობა გააჩინა.

სპილენძის ფასი თვიურად 5.7%-ით გაიზარდა, რაც ჩინეთში სტიმულირების პოლიტიკით და სამშენებლო სექტორის მოსალოდნელი გაჯანსაღებით იყო გამოწვეული. 

ფეროსილიკონის – ჩინური და ევროპული – ფასები თვიურად 0.7%-ით და 8.9%-ით შემცირდა.

ოქროს ფასი თვიურად 2.4%-ით გაიზარდა. 2023 წლის მეორე კვარტალში ცენტრალური ბანკების მხრიდან მოთხოვნის შენელების მიუხედავად, ოქროს ფასები კვლავ მაღალი იყო აშშ-ს მონეტარული გამკაცრების ციკლის დასასრულის მოახლოების ფონზე.