პირდაპირი უცხოური ინვესტიციები: საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის I კვარტალში საქართველოში 496.6 მლნ აშშ დოლარის (მშპ-ს 7.9%) პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13.7%-ით ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ პერიოდში სააქციო კაპიტალი 17.0%-ით გაიზარდა 300.2 მლნ აშშ დოლარამდე და მთლიანი ინვესტიციების 60.5% შეადგინა, რაც 2017 წლის მე-4 კვარტლის შემდგომ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამასთან, რეინვესტიციები წლიურად 39.5%-ით შემცირდა 189.6 აშშ დოლარამდე (მთლიანის 38.2%). 2023 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა სექტორებში: მრეწველობ (226.3 მლნ აშშ დოლარი, +5.7x წ/წ, მთლიანის 45.6%, რაც უკავშირდება რუსთავი აზოტის გაყიდვას), ვაჭრობა (90.7 მლნ აშშ დოლარი, +4.0x წ/წ, მთლიანის 18.3%), ტრანსპორტი (43.3 მლნ აშშ დოლარი, +98.2% წ/წ, მთლიანის 8.7%), ინფორმაცია და კომუნიკაცია (42.3 მლნ აშშ დოლარი, +142.9% წ/წ, მთლიანის 8.5%) და ელ. ენერგია (39.2 მლნ აშშ დოლარი, +9.9% წ/წ, მთლიანის 7.9%). უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები იყვნენ ნიდერლანდები (239.6 მლნ აშშ დოლარი), იაპონია (63.2 მლნ აშშ დოლარი), აშშ (54.7 მლნ აშშ დოლარი) და თურქეთი (47.0 მლნ აშშ დოლარი).
საერთაშორისო რეზერვები: საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2023 წლის მაისში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 29.8%-ით გაიზარდა და 5.0 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვესთან შედარებით რეზერვები 2.5%-ით შემცირდა (-128.1 მლნ აშშ დოლარი). რეზერვების ცვლილება უკავშირდება მთავრობის და საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს.
ტურიზმის შემოსავლები: ჩვენი შეფასებით, 2023 წლის მაისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 17.6%-ით გაიზარდა და 304 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჯამურად, ჩვენი შეფასებით, 2023 წლის პირველ 5 თვეში ტურიზმის შემოსავლებმა 1,350 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (+60.5% წ/წ).