საგარეო ვაჭრობა: საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის ივნისში საქონლის ექსპორტის წლიური ზრდა 22.5%-მდე დაჩქარდა და 549.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვის 3.6%-იანი ზრდის შემდეგ. იმპორტის ზრდის ტემპიც ასევე დაჩქარდა, რომელიც 10.0%-ით გაიზარდა 1.2 მლრდ აშშ დოლარამდე, წინა თვეში დაფიქსირებული 3.4%-იანი ზრდის შემდეგ. შედეგად, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 1.5%-ით გაიზარდა 666.1 მლნ აშშ დოლარამდე, წინა თვის 3.2%-იანი ზრდის შემდეგ. 2023 წლის ივნისში მანქანები (+148.5% წ/წ), სპილენძი (-61.9% წ/წ), ფეროშენადნობები (+45.6% წ/წ), ღვინო (+12.8% წ/წ) და ელექტროენერგია (-25.2% წ/წ) იყო ტოპ-5 ექსპორტირებული საქონელი. ამასთან, ექსპორტის 8.1% ევროკავშირზე მოდიოდა (-45.2% წ/წ), 68.3% დსთ-ზე (+68.8% წ/წ) და 23.7% სხვა ქვეყნებზე (-10.7% წ/წ). 2023 წლის ივნისში ტოპ-5 იმპორტი იყო მანქანები (+3.4% წ/წ), ნავთობი (-16.0% წ/წ), მედიკამენტები (+21.3% წ/წ), ტელეფონები (+37.0% წ/წ) და თამბაქო (+87.5% წ/წ). ჯამურად, 2023 წლის პირველ ნახევარში, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 21.2%-ით გაიზარდა და 4.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რადგან ექსპორტი 19.3%-ით გაიზარდა 3.1 მლრდ აშშ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 20.4%-ით გაიზარდა 7.2 მლრდ აშშ დოლარამდე.
მწარმოებელთა ფასების ინდექსი: საქსტატის მონაცემებით, მწარმოებელთა ფასების ინდექსი წლიურად 6.0%-ით შემცირდა 2023 წლის ივნისში, წინა თვეში დაფიქსირებული 5.8%-იანი კლების შემდეგ. ფასების შემცირებაზე ყველაზე დიდი ზეგავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ სექციებში: დამამუშავებელი მრეწველობა (-5.8% წ/წ) და სამთომოპოვებითი მრეწველობა (-8.1% წ/წ).