ახალი ამბები:
- რა აქციები იყიდეს ჰეჯ-ფონდებმა წინა კვარტალში: ბევრმა აქტივების მართველმა კომპანიამ წინა კვარტალში ტექნოლოგიური კომპანიების შემცირებული აქციები შეიძინა. მაგალითად, ვორენ ბაფეტის Berkshire-Hathaway-იმ (BRK.A) (BRK.B) გაზარდა საკუთარი წილი Activision-ში (ATVI) 68.4 მილიონ აქციამდე. Soros Fund Management -მა ახალი ინვესტიცია განახორციელა Tesla-ს (TSLA) 29.9 ათას აქციაში. დეივიდ ტეპერის ჰეჯ-ფონდ Appaloosa-მ 2022 წლის მეორე კვარტალში ახალი პოზიციები დაიმატა შემდეგ კომპანიებში: Salesforce (CRM) – 200,000 აქცია, Alibaba (BABA) – 100,000 აქცია და Netflix (NFLX) – 50,000 აქცია. ხოლო რეი დალიოს საინვესტიციო კომპანია Bridgewater-მა კი შეიძინა კომპანია Rivian-ისა (RIVN) და Amazon-ის (AMZN) აქციები.
- საინვესტიციო კომპანია „Wedbush“-მა Apple-ის აქციების სამიზნე ფასი 220 დოლარამდე გაზარდა: Wedbush-ის ანალიტიკოსმა დენიელ აივსმა საკუთარი პროგნოზი Apple (AAPL)-ის აქციების ფასთან დაკავშირებით 220 დოლარამდე გაზარდა, რაც ამჟამად ყველაზე მაღალი სამიზნე ფასია ყველა სხვა Apple-ის ანალიტიკოსებს შორის. Wedbush-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ რომ Iphone-ების 1 მილიარდი მომხმარებელიდან, 25%-ს ჯერ ისევ არ გამოუცვლია საკუთარი ტელეფონი და შესაბამისად მათ ადრე თუ გვიან განახლება მოუწევთ. უკეთესი ლოჯისტიკური მდგომარეობა მათ საშუალებას მისცემს 220 მილიონი Iphone-ის გაყიდვის გეგმა მარტივად შეასრულონ.
- სტრიმინგ სერვისებმა პირველად გადაასწრო საკაბელო ტელევიზიას ამერიკაში: ამერიკელებმა ივლისის თვეში საკუთარი თავისუფალი დროის ყველაზე დიდი ნაწილი დაუთმეს სტრიმინგ პლატფორმებს, როგორებიც არის: Netflix-ი (NFLX), YouTube-ი (GOOGL) და Warner Bros. Discovery-ის პლატფორმა HBO Max (WBD). სტრიმინგისთვის დათმობილი დრო წინა წელთან შედარებით 22.6%-ით გაიზარდა და ისტორიაში პირველად გადააჭარბა საკაბელო ტელევიზიის იდენტურ მაჩვენებელს. ივლისში მომხმარებლები ჯამურად სტრიმინგ პლატორმებზე კვირაში 3.2 მილიარდ საათს ატარებდნენ. ყველაზე მეტად მოხმარებადი სტრიმინგ პლატფორმა ივლისში Netflix-ი აღმოჩნდა, და კომპანიას ამ წარმატებაში ხელი შეუწყო სერიალმა „Stranger Things”-მა, რომლის სტრიმინგსაც მომხმაებლებმა ჯამუად 18 მილიარდი საათი დაუთმეს ივლისში.|
ბირჟების ერთთვიანი ზრდა წინა კვირაში დასრულდა, მას შემდეგ რაც ინვესტორებმა არასასურველი განცხადებები მოისმინეს სეინტ ლუისის ფედერალური რეზერვის პრეზიდენტისგან. ჯეიმს ბულლარდმა ახსენა რომ FED-ი დიდი ალბათობით კვლავ გააგრძელებს საპროცენტო განაკვეთების სწრაფ ზრდას. კვირის განმავლობაში S&P 500-ის ინდექსი 1.2%-ით შემცირდა, Dow Jones-ი 0.2%-ით, ხოლო Nasdaq-ის ტექნოლოგიური ინდექსი კი 2.6%-ით უფრო დაბალ ნიშნულზე დაიხურა.