ბაზრები:

აშშ-ს აქციების ბაზრებზე ზედიზედ მეოთხე კვირის განმავლობაში ზრდა დაფიქსირდა. გასული კვირის დადებითი დინამიკა დიდწილად ბანკების კვარტალურმა შედეგებმა განაპირობა. JPMorgan Chase, Citigroup და Wells Fargo-მ ანალიტიკოსების პროგნოზებზე უკეთესი შედეგები გამოქვეყნეს, როგორც ბრუნვის ისევე მოგების მხრივ. Dow Jones კვირის განმავლობაში 1.2%-ით გაიზარდა, S&P 500 0.8%-ით, ხოლო Nasdaq Composite 0.3%-ით.

სიახლეები:

ბანკების კვარტალური შედეგები: აშშ-ს დიდმა ბანკებმა კვარტალური შედეგების სეზონი დადებითი საიხლეებით გახსნეს.

JPMorgan-ის მოგების წლიურმა ზრდამ 52% შეადგინა, Wells Fargo-ს მოგება 32%-ით, ხოლო Citigroup-ის 7%-ით გაიზარდა. აშშ-ს საფინანსო სექტორის დიდი მოთამაშეები წარმატებით ოპერირებენ, თუმცა ჯერ უცნობია რამდენად შეძლებენ ისინი იმ დეპოზიტარების შენარჩუნებას, რომლებიც რეგიონული ბანკებიდან მათთან გადმოვიდნენ.

ოქრო: ოქრო და სხვა ძვირფასი მეტალები ეტაპობრივად უახლოვდებიან პიკურ ფასებს. ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. პირველ რიგში, მოსალოდნელი რეცესიის ფონზე ინვესტორები უსაფრთხო აქტივებს ეძებენ, ოქრო და ძვირფასი მეტალები კი ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითებია. მეორე ფაქტორი კი ისაა, რომ სხვა დაბალ-რისკიანი აქტივები, როგორიცაა აშშ დოლარი და აშშ-ს სახაზინო ობლიგაციები ნაკლებად მიმზიდველი ხდება, რადგან დოლარი შესუსტდა, ხოლო სახაზინო ობლიგაციებზე ამონაგები  მცირდება.

ოქროს ფასის ზრდა დადებითად ისახება ოქროს და სხვა ძვირფასი მეტალების მწარმოებელ კომპანიებზეც. წლის დასაწყისიდან ისეთი კომპანიების აქციები, როგორებიცაა Agnico Eagle Mines (AEM), AngloGold Ashanti (AU), Barrick Gold (GOLD), Franco-Nevada (FNV), Gold Fields (GFI), Harmony Gold (HMY) და Kinross Gold (KGC) გაზრდილია 11%-45%-ის დიაპაზონში, რაც საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგია. VanEck Gold Miners ETF (GDX) კი წლის დასაწყისიდან 18%-ითაა გაზრდილი.

მიმდინარე კვირაში ფინანსურ შედეგებს გამოაქვეყნებენ:

ორშაბათი, 17 აპრილი – Charles Schwab (SCHW), State Street Corporation (STT), M&T Bank Corporation (MTB), Pinnacle Financial Partners (PNFP)

სამშაბათი, 18 აპრილი  – Netflix (NFLX)Bank of America (BAC), Goldman Sachs (GS), Western Alliance Bancorp (WAL), Silvergate Capital (SI), Bank of New York Mellon (BK), Lockheed Martin (LMT)Johnson & Johnson (JNJ).

ოთხშაბათი, 19 აპრილი – Tesla (TSLA), Morgan Stanley (MS), U.S. Bancorp (USB), Discover Financial (DFS), Synchrony Financial (SYF), Zions Bancorporation (ZION), Ally Financial (ALLY), Citizens Financial Group (CFG), American Airlines (AAL).

ხუთშაბათი, 20 აპრილი  – AT&T (T), Union Pacific (UNP), CSX Corporation (CSX), Philip Morris (PM), Taiwan Semiconductor Manufacturing (TSM)American Express (AXP), Stellantis (STLA), Nucor (NUE), and AutoNation (AN).

პარასკევი, 21 აპრილი  – Procter & Gamble (PG), SAP SE (SAP), Schlumberger (SLB), Autoliv (ALV), Regions Financial (RF), Biogen (BIIB).

ამ კვირის ETF:

SPDR Gold Shares (GLD) ფინანსური ინსტრუმენტია, რომელიც ინოვაციური, დაბალ-ხარჯიანი და უსაფრთხო გზით ეხმარება ინვესტორებს ოქროში ინვესტიციის განხორციელებაში. ეს ETF 2004 წელს დაილისტა ნიუ იორკის ბირჟაზე და კაპიტალიზაციით გლობალურად ყველაზე დიდი ETF-ია, რომელსაც ფიზიკური ოქრო უმყარებს ზურგს.