Taiwan Semiconductor Manufacturing (TSM):

TSM-მა კვირა წითელ ზონაში დაიწყო, თუმცა მოგვიანებით აქციის ფასი გაიზარდა, როდესაც კომპანის მენეჯმენტმა ინვესტორებს ჯამური გაყიდვების 50.0%-იანი ზრდა წარუდგინა. როგორც მათ აღნიშნეს, ამ სეზონური ზრდის მთავარი განმაპირობებელი Apple-ის და Qualcomm-ის მიერ საგრძნობლად გაზრდილი შეკვეთების რაოდენობაა.

ამასთანავე კომპანიის მენეჯმენტმა გადაწყვიტა მეორე ჩიპების მწარმოებელი ქარხანა გასხნან ამერიკის შტატ არიზონაში, რაც თავდაპირველ $12 მილიარდის ინვესტიციას $40 მილიარდამდე გაზრდის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს გადაწყვეტილება ინდუსტრიული დეგლობალიზაციის ტალღის ნაწილად შეგვიძლია აღვიქვათ და არა მხოლოდ ერთეული კომპანიის მიერ გადადგმულ ნაბიჯად.

TSM Chart by TradingView

Activision Blizzard (ATVI)

FTC-მ საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება რომ Microsoft-ის მიერ დაგეგმილი მერჯერის წინააღმდეგ სარჩელი წარადგინოს. კომისიის თქმით, Microsoft-ის მიერ Activision Blizzard-ის შესყიდვა მეტად მონოპოლიურს გახდის ციფრული თამაშების ბაზარს, რომელიც ისედაც საკმაოდ არაკონკურენტულია. ანალიტიკოსების აზრით, ახლა უკვე მხოლოდ 30%-ია თავდაპირველი შეთანხმების განხორციელების  შანსი. აღსანიშნავია ისიც, რომ Activision Blizzar-ის აქციის ამჟამინდელი ფასი $75.0-ია, რაც მნიშნველოვნად ნაკლებია Microsoft-ის მიერ შემოთავაზებულ $95.0 ფასზე.

ATVI Chart by TradingView

BP (BP)

ამერიკულმა ჰეჯ ფონდებმა მასიურად დაიწყეს ევროპულ ენერგო კომპანიებში ინვესტიცია. British Petroleum, მაგალითად, უკვე სიდიდით მეორე ინვესტიციაა BlackRock-ის გლობალურ სააქციო ფონდში. 

ეს სტრატეგიული გადაწყვეტილება ბევრმა ამერიკულმა ფონდმა მიიღო, მიზეზი კი ისაა, რომ ევროპული ენერგ კომპანიები ამერიკულ კომპანიებზე უფრო იაფად ივაჭრება (P/E ინდიკატორის მიხედვით). თუ რუსეთი-უკრაინინს ომი დროულად არ შეწყდება და აზიის ეკონომიკებ მოლოდინების შესაბამისად გაიზრდება, ნავთობი 2023-ში გაძვირდება და შესაბამისად, დადებითი გავლენა ექნება ენერგო კომპანიების აქციების ფასებზეც.