• Tesla გეგმავს აქციების გაყოფას 3:1 პროპორციით აგვისტოს ბოლოს: ელექტრომობილების მწარმოებლის Tesla-ს აქციების ფასი გაიზარდა ბოლო 1 კვირაში $840-დან $910-მდე გაიზარდა. არსებული ზრდა კომპანიის მიერ აქციების გაყოფის დაანონსებამ გამოიწვია. აგვისტოს ბოლოს Tesla-ს ერთი აქციის მფლობელი 3 აქციას მიიღებს, მაგალითად თუ აქამდე ერთ $900-იან აქციას ფლობდით, საინვესტიციო ანგარიშზე 3 ცალ $300-იან აქციას მიიღებთ. არსებული ნაბიჯი აპრობირებული მეთოდია, რითიც კომპანიები საცალო მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომობას ზრდიან.

  • Walt Disney Company-ის შედეგებმა გადააჭარბეს მოლოდინებს: უოლტ დისნეიმ მეორე კვარტალში კარგი ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა, შედეგად კვირის ბოლოს მისი აქციების ფასი 13%-ით გაიზარდა, 1 თვის ჭრილში კი ზრდა 30%-ია. სტრიმინგ სერვისის გამომწერების რაოდენობა მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა, თემატური პარკების შემოსავალი კი 70%-ითაა 

  • Bed Bath & Beyond-ის აქციის ფასი გაიზარდა 30%-ით გასულ კვირას: კომპანიის აქციის ფასი წინა კვირას 30%-ით გაიზარდა. შედარებისთვის, საერთო ბაზარი იმავე პერიოდში საშუალოდ 1.5%-ით გაიზარდა. მიუხედავად ამისა, აქციები კვლავ თითქმის 30%-ითაა შემცირებული 2022 წლის დასაწყისიდან. Bed Bath & Beyond-ს არ გამოუცხადებია რაიმე სიახლე, რასაც შესაძლოა აქციების ფასის ზრდა გამოეწვია. მიუხედავად ამისა, ინვესტორებმა ამ კვირაში აქციების ფასების უფრო მაღლა გაგზავნა აირჩიეს. 


აქციები გაიზარდა მას შემდეგ, რაც ეკონომიკურმა მონაცემებმა აჩვენეს ნიშნები იმისა, რომ ინფლაციამ დაიწყო შენელება, მიუხედავად იმისა, რომ წლიურად ამაღლებული იყო. ეს მხარს უჭერს მოსაზრებას, რომ სამომხმარებლო ფასების ზრდამ შესაძლოა პიკს მიაღწია. ფედერალური რეზერვის წარმომადგენლებმა ახსენეს, რომ ცენტრალურ ბანკს ჯერ კიდევ ჰქონდა სამუშაო ინფლაციის შესამცირებლად, მაგრამ, როგორც ჩანს, ბაზარმა მაინც შეამცირა მათი მოლოდინი სექტემბერში განაკვეთის 75-პუნქტიანი ზრდის შესახებ. საერთო ჯამში S&P 500 ინდექსი კვირის მაძილზე 2,99%-ით გაიზარდა, Dow Jones-ის ინდექსი 2,69%-ით, ხოლო NASDAQ-ის ინდექსი იმავე პერიოდში 2,70%-ით გაიზარდა.