ავტორიტეტულმა ფინანსურმა გამოცემამ Euromoney-იმ გალტ & თაგარტი საქართველოში 2024 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა. გალტ & თაგარტმა ჯილდო Euromoney’s Awards For Excellence-ის ყოველწლიური დაჯილდოების ფარგლებში მოიპოვა, რომელიც დღემდე საბანკო სექტორში ყველაზე პრესტიჟულ აღიარებად ითვლება. ამ დაჯილდოებაში ბანკები მთელი მსოფლიოს მასშტაბით იღებენ მონაწილეობას, გამარჯვებულებს შორის კი ისეთი მსხვილი კომპანიები არიან, როგორიცაა Bank of America, Goldman Sachs, Citi და სხვ. შერჩევის პროცესი ფინანსური ინსტიტუტების საქმიანობის დეტალურ კვლევასა და სექტორის ექსპერტების შეფასებას ეფუძნება. გამარჯვებულების ვინაობას კი საინვესტიციო ბანკის ბაზრის წილი, გარიგებების რაოდენობა და მოცულობა, ბაზარზე მათი რეპუტაცია, კონკურენტუნარიანობა, სერვისების ხარისხი და ინოვაციები განაპირობებს.
Subscribe
Subscribe