საგარეო ვაჭრობა: საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის აპრილში საქონლის ექსპორტი წლიურად 20.4%-ით გაიზარდა და 500.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვის 32.9%-იანი ზრდის შემდეგ. იმპორტის წლიური ზრდის ტემპი 9.8%-მდე შენელდა და 1.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვეში დაფიქსირებული 36.1%-იანი ზრდის შემდეგ. შედეგად, სავაჭრო დეფიციტი წლიურად მხოლოდ 2.2%-ით გაიზარდა 589.9 მლნ აშშ დოლარამდე, წინა თვის 38.6%-იანი ზრდის შემდეგ. 2023 წლის აპრილში მანქანები (+393.8% წ/წ), სპილენძი (-43.5% წ/წ), ღვინო (+51.6% წ/წ), სასუქები (-71.2% წ/წ) და სპირტიანი სასმელები (+130.0% წ/წ) იყო ტოპ-5 ექსპორტირებული საქონელი. ამასთან, ექსპორტის 15.1% ევროკავშირზე მოდიოდა (+14.2% წ/წ), 65.3% დსთ-ზე (+105.6% წ/წ) და 19.5% სხვა ქვეყნებზე (-48.5% წ/წ). 2023 წლის აპრილში ტოპ-5 იმპორტი იყო მანქანები (+8.8% წ/წ), ნავთობი (-28.2% წ/წ), მედიკამენტები (+7.2% წ/წ), სპილენძი (-20.5% წ/წ) და ტელეფონები (+53.8% წ/წ). ჯამურად, 2023 წლის პირველ 4 თვეში, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 19.4%-ით გაიზარდა და 2.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რადგან ექსპორტი 23.6%-ით გაიზარდა 2.0 მლრდ აშშ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 21.2%-ით გაიზარდა 4.5 მლრდ აშშ დოლარამდე.
ფულადი გზავნილები: სებ-ის მიხედვით, 2023 წლის აპრილში ფულადი გზავნილები წლიურად 20.0%-ით გაიზარდა და 369.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ფულადი გზავნილები წლიურად გაიზარდა შემდეგი ძირითადი დონორი ქვეყნებიდან: რუსეთი (+20.0% წ/წ, -28.7% თ/თ, მთლიანის 43.2%), იტალია (+22.3%), აშშ (+36.7%), საბერძნეთი (+9.4%), გერმანია (+50.4%), ისრაელი (+4.7%) და თურქეთი (+13.7%). ამასთან, ფულადი გზავნილები შემცირდა ყაზახეთიდან (-1.5%) და აზერბაიჯანიდან (-3.4%). ჯამურად, 2023 წლის პირველ 4 თვეში ფულადი გზავნილები წლიურად 90.4%-ით გაიზარდა და 1.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
უმუშევრობა: საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის პირველ კვარტალში უმუშევრობა წლიურად 1.4პპ-ით შემცირდა და 18.0% შეადგინა. ამასთან, აღნიშნულ პერიოდში დაქირავებით დასაქმებულებთა რაოდენობა წლიურად 5.6%-ით გაიზარდა და მთლიანი დასაქმების 67.9% შეადგინა, ხოლო თვითდასაქმებულების წლიური ზრდა 6.6% იყო, რაც მთლიანი დასაქმების 32.1%-ია. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის პირველ კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე წლიურად 2.1პპ-ით გაიზარდა 52.0%-მდე, რაც მცირედით ჩამორჩება ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებულ პანდემიამდელ მაჩვენებელს.
მწარმოებელთა ფასების ინდექსი: საქსტატის მონაცემებით, მწარმოებელთა ფასების ინდექსი წლიურად 6.0%-ით შემცირდა 2023 წლის აპრილში, წინა თვეში დაფიქსირებული 5.2%-იანი კლების შემდეგ. ფასების შემცირებაზე ძირითადი ზეგავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ სექციებში: დამამუშავებელი მრეწველობა (-4.5% წ/წ) და სამთომოპოვებითი მრეწველობა (-19.2% წ/წ).