საბანკო სექტორი: კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები წლიურად 3.7%-ით გაიზარდა 2023 წლის აპრილში, წინა თვის 3.6%-იანი ზრდის შემდეგ და საკრედიტო პორტფელმა 44.8 მლრდ ლარი შეადგინა. ამასთან, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, აპრილში სესხების პორტფელის წლიური ზრდა 13.2%-მდე შენელდა, წინა თვის 13.8%-იანი ზრდის შემდეგ. სექტორების მიხედვით, კორპორატიული დაკრედიტების წლიური ზრდის ტემპი 10.9%-მდე შენელდა (+11.8% მარტში), ხოლო საცალო დაკრედიტების წლიურმა ზრდამ 15.2% (+15.7% მარტში) შეადგინა; აქედან, იპოთეკური სესხების პორტფელის წლიური ზრდა 11.5% იყო (+11.7% მარტში). 2023 წლის აპრილში სესხების დოლარიზაცია 43.9%-მდე შემცირდა (-5.71პპ წ/წ და -0.42პპ თ/თ), ხოლო უმოქმედო სესხები 1.8%-ს გაუტოლდა (-0.19პპ წ/წ და +0.06პპ თ/თ). 2023 წლის აპრილში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების ზრდა წლიურად 28.7%-მდე შენელდა (კურსის ეფექტის გამორიცხვით) და 43.1 მლრდ ლარი შეადგინა, წინა თვის 30.4%-იანი ზრდის შემდეგ. ვალუტების მიხედვით, აპრილში ლარის დეპოზიტების წლიური ზრდა 39.1%-მდე დაჩქარდა (+33.7% მარტში), ხოლო უცხოური ვალუტის დეპოზიტების წლიური ზრდა 21.5%-მდე შენელდა (+28.1% მარტში), რაც სავარაუდოდ უკავშირდება უცხოური ვალუტის დეპოზიტების გალარებასაც. შესაბამისად, აპრილში დეპოზიტების დოლარიზაცია მნიშვნელოვნად შემცირდა და 51.3% შეადგინა (-8.17პპ წ/წ და -2.21პპ თ/თ), რაც 1997 წლის სექტემბრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
სებ-მა 2023 წლის აპრილში 322.4 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა სებ-მა 2023 წლის აპრილში 322.4 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა BMatch პლატფორმის საშუალებით, რაც რეკორდული შესყიდვაა თვის ჭრილში. ჯამურად, 2023 წლის იანვარ-აპრილში, სებ-მა 782.9 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა.