საბანკო სექტორი: კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების ზრდის ტემპი 8.4%-მდე დაჩქარდა 2023 წლის ივნისში, წინა თვის 6.1%-იანი ზრდის შემდეგ და საკრედიტო პორტფელმა 47.3 მლრდ ლარი შეადგინა. ამასთან, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, ივნისში სესხების პორტფელი წლიურად 13.5%-ით გაიზარდა, წინა თვის 12.8%-იანი ზრდის შემდეგ. სექტორების მიხედვით, კორპორატიული დაკრედიტების წლიური ზრდის ტემპი 12.0%-მდე დაჩქარდა (+10.3% მაისში), ხოლო საცალო დაკრედიტების წლიური ზრდა, მცირედით, 14.7%-მდე შენელდა (+15.0% მაისში); აქედან, იპოთეკური სესხების პორტფელის წლიურმა ზრდამ, წინა თვის მსგავსად, 11.8% შეადგინა. 2023 წლის ივნისში სესხების დოლარიზაციამ 45.0% შეადგინა (-3.34პპ წ/წ და +0.54პპ თ/თ), ხოლო უმოქმედო სესხები 1.7%-ს გაუტოლდა (-0.17პპ წ/წ და -0.10პპ თ/თ). 2023 წლის ივნისში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტები წლიურად 29.2%-ით გაიზარდა (კურსის ეფექტის გამორიცხვით) და 46.8 მლრდ ლარი შეადგინა, წინა თვის 31.2%-იანი ზრდის შემდეგ. ვალუტების მიხედვით, ივნისში ლარის დეპოზიტები წლიურად 43.1%-ით გაიზარდა (+44.8% მაისში), ხოლო უცხოური ვალუტის დეპოზიტების წლიური ზრდა 19.1%-მდე შენელდა (+21.3% მაისში). შედეგად, ივნისში დეპოზიტების დოლარიზაციამ 50.8% შეადგინა (-7.16პპ წ/წ და +0.28პპ თ/თ).

ტურიზმი: 2023 წლის II კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორები (ჯამურად ტურისტული და ერთდღიანი ვიზიტები) საქართველოში წლიურად 58.7%-ით გაიზარდა და 1.5 მლნ მოგზაური შეადგინა. აღნიშნული ზრდა ძირითადად ტურისტული ვიზიტების 44.8%-იანმა ზრდამ განაპირობა (დაახ. 74% მთლიან ვიზიტებში), რასაც მოჰყვება ერთდღიანი ვიზიტები (+119.0% წ/წ). ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა თურქეთიდან (25.0% წილი ჯამურ ვიზიტებში), რუსეთიდან (21.9% წილი) და სომხეთიდან (14.7% წილი). ვიზიტორთა უმრავლესობა საქართველოში შემოვიდა საავტომობილო ტრანსპორტით (68.9%-იანი წილი), რასაც მოსდევს საჰაერო გზით შემოსვლა (30.4%-იანი წილი). ჯამურად, 2023 წლის I ნახევარში საქართველომ 2.5 მლნ მოგზაურს უმასპინძლა, საიდანაც ტურისტული ვიზიტები იყო 1.9 მლნ (2019 წლის I ნახევრის 90.8%), ხოლო ერთდღიანმა ვიზიტებმა 0.6 მლნ შეადგინა (2019 წლის I ნახევრის 54.3%, რაც ძირითადად აზერბაიჯანის იერ ჩაკეტილი საზღვრით იხსნება).

სებ-მა ივნისში რეზერვები შეავსო სებ-მა 2023 წლის ივნისში 137.6 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა BMatch პლატფორმის საშუალებით, თუმცა ასევე მოუხდა 17.1 მლნ აშშ დოლარის გაყიდვა სავალუტო აუქციონზე. ჯამურად, 2023 წლის პირველ ნახევარში, სებ-ის წმინდა შესყიდვამ 1.06 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.