2023 წლის ივნისში:
ნავთობის ფასი თვიურად 3.1%-ით გაიზარდა. ამასთან, ივნისის შუა რიცხვებში ფასების შედარებით მკვეთრი ზრდა გამოწვეული იყო აზიის რეგიონში გადამამუშავებელი კომპანიების მიერ დიდი რაოდენობით ნავთობის შესყიდვით.
ბუნებრივი აირის ფასი თვიურად 43.1%-ით გაიზარდა, რაც ნორვეგიაში წარმოების შეფერხებამ გამოიწვია.
ამონიუმის ნიტრატის ფასის კლება გაგრძელდა და თვიურად 13.6%-ით შემცირდა.
ხორბლის ფასი თვიურად 8.3%-ით შემცირდა. ჩიკაგოს ხორბლის კონტრაქტების ფასი მკვეთრად გაიზარდა რუსეთში – ხორბლის უმსხვილესი ექსპორტიორის – ბოლოდროინდელი შიდა არეულობის ფონზე, თუმცა ამას მნიშვნელოვანი გავლენა არ ჰქონდა შავი ზღვის ხორბლის ბაზარზე.
სპილენძის ფასი თვიურად 2.7%-ით გაიზარდა. საერთო ჯამში ფასი სტაბილურობას ინარჩუნებს 2023 წელს.
ფეროსილიკონის – ჩინური და ევროპული – ფასების კლების ტენდენცია გაგრძელდა და შესაბამისად, თვიურად 6.7%-ით და 4.3%-ით შემცირდა.