პირდაპირი უცხოური ინვესტიციები: საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წლიურად 61.1%-ით გაიზარდა და ისტორიული მაქსიმუმი 2.0 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მშპ-ის 8.1%-ია. აღნიშნულ პერიოდში, რეინვესტიციებმა მთლიანი ინვესტიციების 64.5% შეადგინა, ხოლო სააქციო კაპიტალი გასამმაგდა 686.3 აშშ დოლარამდე. 2022 წელს ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა საფინანსო სექტორში (526.4 მლნ აშშ დოლარი, +11.7% წ/წ, მთლიანის 26.3%), უძრავი ქონების (406.9 მლნ აშშ დოლარი, +9.6x წ/წ, მთლიანის 20.3%), წყალმომარაგებისა (197.0 მლნ აშშ დოლარი, +526.7x წ/წ, მთლიანის 9.9%) და ხელოვნება, გართობის (173.1 მლნ აშშ დოლარი, -25.4% წ/წ, მთლიანის 8.7%) სექტორებში. უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები იყვნენ გაერთიანებული სამეფო (428.3 მლნ აშშ დოლარი), ესპანეთი (367.0 მლნ აშშ დოლარი) და აშშ (163.9 მლნ აშშ დოლარი).
საბანკო სექტორი: კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები წლიურად 5.5%-ით გაიზარდა 2023 წლის იანვარში, წინა თვის 3.9%-იანი ზრდის შემდეგ და საკრედიტო პორტფელმა 44.5 მლრდ ლარი შეადგინა. ამასთან, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, იანვარში სესხების პორტფელის წლიური ზრდა 13.3%-მდე დაჩქარდა (+12.1% წ/წ წინა თვეში). სექტორების მიხედვით, დაჩქარდა როგორც კორპორატიული, ისე საცალო დაკრედიტების წლიური ზრდის ტემპები, პირველის შემთხვევაში ზრდა 10.0% იყო (+8.6% წინა თვეში), ხოლო მეორეს შემთხვევაში ზრდამ 16.4% შეადგინა (+15.4% წინა თვეში); აქედან, იპოთეკური სესხების პორტფელი წლიურად 13.2%-ით გაიზარდა, წინა თვის 12.2%-იანი ზრდის შემდეგ. 2023 წლის იანვარში სესხების დოლარიზაცია მცირედით 44.7%-მდე გაიზარდა (-5.25პპ წ/წ და +0.41პპ თ/თ), ხოლო უმოქმედო სესხები 1.8%-ს გაუტოლდა (-0.13პპ წ/წ და +0.17პპ თ/თ).
საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტები წლიურად 29.2%-ით გაიზარდა და 43.6 მლრდ ლარი შეადგინა 2023 წლის იანვარში (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით). ვალუტების მიხედვით, იანვარში ლარის დეპოზიტების წლიურმა ზრდამ 29.3% (+30.3% წინა თვეში), ხოლო უცხოური ვალუტის დეპოზიტების წლიურმა ზრდამ (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით) 29.1% შეადგინა, წინა თვის მსგავსად. ამასთან, იანვარში დეპოზიტების დოლარიზაციის შემცირება გაგრძელდა და 54.9% შეადგინა (-3.70პპ წ/წ და -1.22პპ თ/თ), რაც 1998 წლის მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
საერთაშორისო რეზერვები: საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2023 წლის თებერვალში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 18.2%-ით გაიზარდა და 4.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვესთან შედარებით რეზერვები 3.7%-ით შემცირდა (-179.1 მლნ აშშ დოლარი) იყო. რეზერვების ცვლილება უკავშირდება მთავრობის და საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს.