2023 წელს ჩვენ ველოდებით უძრავი ქონების ფასების 5%-იან წლიურ ზრდას ლარში და 8%-ს აშშ დოლარში, რადგან: 

  • სამშენებლო ხარჯების ზრდა დასტაბილურდა 
  • ამ ეტაპზე მიგრანტების მხრიდან ბინების შესყიდვაზე მოთხოვნის მნიშვნელოვანი ზრდა არ ფიქსირდება

2022 წლის მკვეთრი ზრდის შემდეგ, ჩვენ ველოდებით  იჯარის ბაზრის დასტაბილურებას 2023 წელს – ქირის ნულოვან ზრდას, როგორც ლარში, ისე დოლარში.

ჩვენ ველოდებით ტურისტული ვიზიტების 100%-იან აღდგენას 2019 წელთან შედარებით, ხოლო
ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 15%-იან წლიურ ზრდას 4მლრდ აშშ დოლარამდე.