2023 წლის აგვისტოში:

ნავთობის ფასი თვიურად 1.5%-ით გაიზარდა. ნავთობის ფასები დასტაბილურდა 85 აშშ დოლარის ირგვლივ, მას შემდეგ რაც ივლისსა და აგვისტოს დასაწყისში საუდის არაბეთისა და რუსეთის მიერ წარმოების შემცირების დაანონსებამ, ფასების ზრდა გამოიწვია. 

ბუნებრივი აირის ფასი 12.0%-ით გაიზარდა. ევროპაში ბუნებრივი აირის ბაზარზე არასტაბილურობაა, რაც ძირითადად გამოწვეულია ავსტრალიიდან თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტის შეფერხებით. 

ამონიუმის ნიტრატის ფასი 26.3%-ით გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი ნიშნულია 2023 წლის მარტის შემდეგ. ზრდა განპირობებულია ევროპაში ბუნებრივი აირის ფასების ზრდით, რაც სასუქების წარმოების მთავარი კომპონენტია.

ხორბლის ფასი 2.2%-ით გაიზარდა. ხორბლის მიწოდებაში გაურკვევლობა კვლავაც გრძელდება, რაც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის და მარცვლეულის შეთანხმების  შეწყვეტითაა განპირობებული.

სპილენძის ფასი თვიურად 4.5%-ით შემცირდა. სპილენძის ფასები ბოლო პერიოდში მერყეობით ხასიათდება. ჩინეთის (სპილენძის უმსხვილესი მომხმარებელი) ეკონომიკური სტიმულირების პოლიტიკის გამო სპილენძის ფასი თავდაპირველად გაიზარდა, მაგრამ მოგვიანებით დაეცა ჩინეთში სუსტი ეკონომიკური მონაცემებისა და აშშ დოლარის გაძლიერების ფონზე. 

ფეროსილიკონის – ჩინური და ევროპული – ფასები თვიურად 2.9%-ით და 3.6%-ით შემცირდა, რაც წინა თვეების ტენდენციების გაგრძელებაა.

ოქროს ფასი თვიურად 1.3%-ით შემცირდა. ამჟამად უნცია ოქრო 1,940 დოლარად ივაჭრდება, თუმცა პროგნოზები მერყეობს 2,000-2,100 აშშ დოლარის ფარგლებში და ზოგიერთი პროგნოზის მიხედვით შესაძლოა 2,250 დოლარსაც მიაღწიოს.