Skip to content

Weekly Market Watch

Download report:

IMF updates world economic outlook
On 16 April 2024, the IMF released an updated global economic outlook. According to IMF, the global economy expanded by 3.2% in 2023 and is expected to maintain this pace in 2024 and 2025. Notably, 2024 growth has been revised upwards by 0.1ppts from previous forecast. Despite significant central banks’ interest rate hikes aimed at restoring price stability, the global economy has displayed remarkable resilience. The IMF also forecasts a steady decline in global inflation rates, from 6.8% in 2023 to 5.9% in 2024 and 4.5% in 2025, with advanced economies returning to their inflation targets sooner than emerging market and developing economies. For Georgia, IMF forecasts 5.7% growth for 2024 and 5.2% for 2025.

Trade deficit decreased by 25.2% y/y in Mar-24 
In Mar-24, both goods exports and imports reduced mostly due to the last year’s high base effect. Exports decreased by 4.4% y/y to US$ 522.4mn, after growing 2.0% y/y in previous month. Imports decreased markedly by 17.0% y/y to US$ 1.1bn, following a 6.9% y/y growth in previous month. Consequently, the trade deficit decreased by 25.2% y/y to US$ 622.5mn in Mar-24. 
The top 5 exported commodities were cars (+3.6% y/y), wine (+63.7% y/y), ferro-alloys (+200.5% y/y), spirits (+39.0% y/y) and mineral waters (+36.6% y/y) in Mar-24. A 10.8% of exports were directed to the EU (-42.6% y/y), 66.2% to the CIS (+7.1% y/y) and 23.0% to other countries (-4.1% y/y).
The top 5 imports were cars (-50.8% y/y), petroleum (+10.0% y/y), gases (+16.1% y/y), pharmaceuticals (+14.3% y/y) and phones (-42.8% y/y) in  Mar-24. 
Overall, in 1Q24, trade deficit narrowed by 2.5% y/y to US$ 2.0bn, as exports decreased by 9.3% y/y to US$ 1.3bn and imports were down by 5.3% y/y to US$ 3.4bn.

Money transfers stood at US$ 278.5mn in Mar-24
Money transfers were down by 36.5% y/y to US$ 278.5mn in Mar-24, after falling by 29.0% y/y in previous month, due to the last year’s high base and normalization in transfers from Russia. From top countries, transfers reduced from Russia (-76.3% y/y, accounting for 19.0% of total), Kazakhstan (-32.2% y/y, 4.2% of total) and Türkiye (-19.5% y/y, 3.0% of total). In contrast, there were substantial increases in remittances from EU (+9.9% y/y, 42.6% of total), USA (+24.4% y/y, 16.1% of total) and Israel (+12.5% y/y, 7.6% of total).
Overall, in 1Q24 remittances decreased by 35.8% y/y to US$ 806.0mn.

Producer price index increased by 4.0% y/y in Mar-24
Annual PPI for industrial goods increased by 4.0% in Mar-24, after increasing by 2.0% y/y in previous month. The annual growth was primarily driven by a rise in prices in the manufacturing sector (+2.7% m/m), followed by electricity supply (+11.1% m/m). 

ბაზრის ყოველკვირეული მიმოხილვა

Download report:

საერთაშორისო სავალუტო ფონდის განახლებული პროგნოზით, მსოფლიო ეკონომიკა 2023 წლის მსგავსად 3.2%-ით გაიზრდება 2024 და 2025 წლებში. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის მსოფლიო ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი, წინა პროგნოზთან შედარებით, მცირედით, 0.1 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებულია. სავალუტო ფონდის მიხედვით, ცენტრალური ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთების მნიშვნელოვანი ზრდის მიუხედავად, რომელიც მიმართულია ფასების სტაბილურობის აღდგენისკენ, მსოფლიო ეკონომიკა საკმაოდ მედეგი აღმოჩნდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდი ასევე პროგნოზირებს მსოფლიო ინფლაციის მაჩვენებლების სტაბილურ კლებას, 6.8%-დან 2023 წელს 5.9%-მდე 2024 წელს და 4.5%-მდე 2025 წელს. ამასთან, სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 5.7%-ით გაიზრდება 2024 წელს და 5.2 %-ით 2025 წელს.

საგარეო ვაჭრობა: საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის მარტში საქონლის ექსპორტი წლიურად 4.4%-ით შემცირდა და 522.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვის 2.0%-იანი ზრდის შემდეგ. იმპორტი წლიურად, მნიშვნელოვნად, 17.0%-ით შემცირდა 1.1 მლრდ აშშ დოლარამდე, წინა თვეში დაფიქსირებული 6.9%-იანი ზრდის შემდეგ. შედეგად, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 25.2%-ით შემცირდა და 622.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა მარტში.
2024 წლის მარტში მანქანები (+3.6% წ/წ), ღვინო (+63.7% წ/წ), ფეროშენადნობები (+200.5% წ/წ), სპირტი (+39.0% წ/წ) და მინერალური წყალი (+36.6% წ/წ) იყო ტოპ-5 ექსპორტირებული საქონელი. ამასთან, ექსპორტის 10.8% ევროკავშირზე მოდიოდა (-42.6% წ/წ), 66.2% დსთ-ზე (+7.1% წ/წ) და 23.0% სხვა ქვეყნებზე (-4.1% წ/წ). 
2024 წლის მარტში ტოპ-5 იმპორტი იყო მანქანები (-50.8% წ/წ), ნავთობი (+10.0% წ/წ), გაზი (+16.1% წ/წ), მედიკამენტები (+14.3% წ/წ) და ტელეფონები (-42.8% წ/წ). 
ჯამურად, 2024 წლის იანვარ-მარტში, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 2.5%-ით შემცირდა და 2.0 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რადგან ექსპორტი 9.3%-ით შემცირდა 1.3 მლრდ აშშ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 5.3%-ით შემცირდა და 3.4 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა.

ფულადი გზავნილები: სებ-ის მიხედვით, 2024 წლის მარტში ფულადი გზავნილები წლიურად 36.5%-ით შემცირდა და 278.5 მლნ აშშ დოლარი შედგინა, წინა თვეში დაფიქსირებული წლიური 29.0%-იანი კლების შემდეგ, რაც იხსნება გასული წლის მაღალი ბაზით და გზავნილების ნორმალიზებით რუსეთიდან. ძირითადი დონორი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილები შემცირდა რუსეთიდან (-76.3% წ/წ, მთლიანის 19.0%), ყაზახეთიდან (-32.2% წ/წ, მთლიანის 4.2%) და თურქეთიდან (-19.5% წ/წ, მთლიანის 3.0%). თუმცა, გზავნილები წლიურად მნიშვნელოვნად გაიზარდა შემდეგი ქვეყნებიდან: ევროკავშირი (+9.9%, მთლიანის 42.6%), აშშ (+24.4%, მთლიანის 16.1%) და ისრაელი (+12.5% წ/წ, მთლიანის 7.6%). 
ჯამურად, 2024 წლის იანვარ-მარტში ფულადი გზავნილები წლიურად 35.8%-ით შემცირდა და 806.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

მწარმოებელთა ფასების ინდექსი: საქსტატის მონაცემებით, მწარმოებელთა ფასების ინდექსი წლიურად 4.0%-ით გაიზარდა 2024 წლის მარტში, წინა თვეში დაფიქსირებული 2.0%-იანი ზრდის შემდეგ. მწარმოებელთა ფასების წლიურ ზრდაზე ზეგავლენა იქონია ფასების ზრდამ დამამუშავებელი მრეწველობის (+2.7%) და ელექტროენერგიის მიწოდების (+11.1%) სექციებში.

Subscribe

Related report: